ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ძირითადი მომენტები
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).
რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში (მაგ., მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი და თხა) და მათგან წარმოებულ საკვებში მთელ მსოფლიოში
მეცხოველეობისა და მეფრინველეობაში დასაქმებული ადამიანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) განვითარებისა და გავრცელების შემცირებაში.
დაიცავით ცხოველები და ადამიანები, ებრძოლეთ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას
მეცხოველეობისა და მეფრინველეობაში მომუშავე მწარმოებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებისა და გავრცელების შემცირებაში. დანერგეთ ეს პრაქტიკა ცხოველების, ფერმის თანამშრომლების, საზოგადოებისა და ჩვენი საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დასაცავად.
მეცხოველეობისა და მეფრინველეობაში მომუშავე მწარმოებლებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები
მჭიდროდ ითანამშრომლეთ თქვენს ვეტერინართან
- დაავადებული ცხოველების სამკურნალოდ და/ან კონტროლისა თუ პრევენციისთვის ხშირად დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს, რომელიც გადაწყვეტს, როდის არის საჭირო ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები და დანიშნავს ყველაზე შესაფერის პრეპარატს
- მოითხოვეთ სპეციფიკური რჩევა რეზისტენტული ინფექციების პრევენციასთან დაკავშირებით თქვენი ფერმის ზომის, ცხოველთა სახეობებისა და გარემოს გათვალისწინებით.
შეინარჩუნეთ ცხოველების ჯანმრთელობა
- დაიცავით კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და დანერგეთ ბიოუსაფრთხოების პრაქტიკა— დაავადებებების შეტანისა და გავრცელების პრევენციის ტექნიკა, მათ შორის დასუფთავების პროცედურები — ფერმაში, ტრანსპორტირების დროს და წარმოებისა და გადამუშავების ობიექტებში.
- დაიცავით ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტები: უზრუნველყავით უსაფრთხო სასმელი წყალი, კარგი კვება, სუფთა ჰაერი და მოერიდეთ გადატვირთვას.
- ჩაატარეთ ვეტერინარის მიერ რეკომენდებული ვაქცინაცია და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ გამოაცალკევეთ დაავადებული ცხოველები.
- გამოიყენეთ ნარჩენების მართვის საუკეთესო მეთოდები და გაწმინდეთ აღჭურვილობა მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად
ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეთ ზუსტად დანიშნულებისამებრ
- დაიცავით თქვენი ვეტერინარის ინსტრუქციები დოზის (რაოდენობის), ხანგრძლივობის (დროის) და მიღების გზის (როგორ მივცეთ მკურნალობა შერჩეულ ცხოველებს) შესახებ
- შეინახეთ ყველა ანტიბიოტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების ჩანაწერი, თარიღებისა და დროის მითითებით და დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად
- უსაფრთხოდ გადააგდეთ გამოუყენებელი ან ვადაგასული ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. არ გამოიყენოთ დარჩენილი ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები სხვა ცხოველებზე, თუ ის არ არის რეკომენდებული თქვენი ვეტერინარის მიერ. მოძებნეთ წამლების განადგურების ადგილობრივი პროგრამები. არასოდეს ჩაასხათ ან ჩარეცხოთ გამოუყენებელი წამლები კანალიზაციაში ან ტუალეტში.
დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი თანამშრომლები
- საუკეთესოა თუ ფერმებს აქვთ ყოველ 20 თანამშრომელზე ერთი ტუალეტი და ხელის დასაბანი ადგილი აღჭურვილი საპნით , სადაც არის გამდინარე წყალი, მათი სამუშაო ადგილიდან 5 წუთის სავალზე. სპირტზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება (მინიმუმ 60%-იანი ალკოჰოლის შემცველობით) გახადეთ ხელმისაწვდომი მომსახურე პერსონალისთვის და აუხსენით გამოყენების წესი (გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ხელები არ არის ხილულად დაბინძურებული).
- დარწმუნდით, რომ პერსონალს ჩატარებული აქვს საჭირო ვაქცინაცია და გავლილი აქვთ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ტრენინგი მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ
- საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ და შესაბამისად გაწმინდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მაგ., ხელთათმანები, ჩექმები და ნიღბები).
მეცხოველეობისა და ფრინველის მწარმოებლები ამრ-თან ბრძოლის საკვანძო როლს ასრულებენ. გამოიყენეთ ეს პრაქტიკა, რათა გააგრძელოთ დაცვა.
სწრაფი ნავიგაცია
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
ხელის ჰიგიენა
ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების...
გაეცანი