სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ძირითადი მომენტები
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები ინფექციების პრევენციისა და გავრცელების შემცირების მიზნით
სამედიცინო პერსონალი და ვეტერინარები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციების პრევენციასა და მიკრობების გავრცელების შეჩერებაში.
სამედიცინო პერსონალი და ვეტერინარები ლიდერები არიან ადამიანებისა და ცხოველებისათვის განკუთვნილი ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მართვისა და შენარჩუნების საკითხში.
დაიცავით თქვენი პაციენტები, ებრძოლეთ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას
სამედიცინო პერსონალს და ვეტერინარებს შეუძლიათ დაიცვან ადამიანები და ცხოველები ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობებისგან, როგორიცაა ბაქტერიები და სოკოები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების რთული და ზოგჯერ შეუძლებელი მკურნალობა.
ჯანდაცვის პერსონალის მიერ განსახორციელებელი ქმედებები
თქვენს დაწესებულებაში პაციენტები შესაძლოა მოვიდნენ ინფექციით ან ის დაემართოთ სამედიცინო მომსახურების მიღებისას, რასაც სამედიცინო მომსახურეობასთან ასოცირებული ინფექციები (სმა) ეწოდება. ეს ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენებით (მავნე მიკრობებით), რამაც შეიძლება სეფსისი ან სიკვდილი გამოიწვიოს.
სინამდვილეში, სამედიცინო მომსახურეობასთან ასოცირებული ინფექციების (სმა) გამომწვევი მიკრობები ძირითადად ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენებია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2019 წლის მონაცემებით , ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობებით განპირობებული სიკვდილიანობის შემთხვევების 85%-ზე მეტი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო შვიდი ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენით, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდება ჯანდაცვის დაწესებულებებთან:
- კარბაპენემის მიმართ რეზისტენტული აცინეტობაქტერი
- Candida auris
- კარბაპენემების მიმართ რეზისტენტული ენტერობაქტერიები
- ESBL-ის წარმომქმნელი ენტერობაქტერიები
- ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ენტეროკოკი (VRE)
- მულტირეზისტენტული Pseudomonas aeruginosa
- მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA)
COVID-19 პანდემიამ გავლენა მოახდინა საავადმყოფოებში ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები აჩვენებს, რომ 2020 წელს საავადმყოფოებში გაიზარდა ამრ პათოგენებით გამოწვეული სმა ინფექციები, რომლებიც ჩამოთვლილია მის 2019 წლის ამრ საფრთხეების ანგარიშში. საავადმყოფოებში მკურნალობდნენ მძიმე პაციენტებს, რომლებსაც ესაჭირდებოდათ სამედიცინო მოწყობილობების, როგორიცაა კათეტერები და სუნთქვის აპარატები, უფრო ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება, რაც ხელშემწყობი ფაქტორია ამ ინფექციების გავრცელებისთვის.
ინფექციების პრევენციას და მათი გავრცელების თავიდან აცილებას ხელს უწყობს შემდეგი ქმედებები:
- ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სახელმძღვანელო მითითებების დაცვა და სასწავლო რესურსების გამოყენება:
- ჰკითხეთ პაციენტებს, ბოლო დროს მიიღეს თუ არა მკურნალობა სხვა დაწესებულებაში ან იმოგზაურეს თუ არა (მიკრობები ადვილად ვრცელდება გადაადგილებისას).
- დარწმუნდით, რომ თქვენი პაციენტები იღებენ რეკომენდებულ ვაქცინებს და ესაუბრეთ მათ და მათ ოჯახებს შემდეგ საკითხებზე:
- ინფექციების პრევენცია
- დაზიანებებისა და ჭრილობების სისუფთავის შენარჩუნება
- ქრონიკული მდგომარეობების მართვა
- სამედიცინო დახმარების მიღება ინფექციის გახანგრძლივებისას
- იმის გაგება, თუ როდის არის საჭირო ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
- ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენებით კოლონიზებული ან ინფიცირებული პაციენტების გადაყვანისას აცნობეთ მიმღებ დაწესებულებას
- პაციენტებს აუხსენით მიკრობებისა და ინფექციების გავრცელების პრევენციის გზები, მაგალითად, გაუზიარეთპაციენტებს, თუ როგორ იყვნენ უსაფრთხოდ საავადმყოფოში ყოფნის დროს
- იყავით ინფორმირებული მიმდინარე აფეთქებების შესახებ.
ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნის გაუმჯობესება
ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები სიცოცხლის გადამრჩენია, მაგრამ მათი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები და ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექციები.
- დაიცავით კლინიკური და მკურნალობის რეკომენდაციები.
- დანერგეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანტიბიოტიკების მართვის ძირითადი ელემენტები, რათა უზრუნველყოთ ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენება.
- ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებს სასუნთქი გზების სოკოვანი ინფექციები, მაგალითად, კოქციდიოიდომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი ან ბლასტომიკოზი.
- დააკვირდით სეფსისის ნიშნებსა და სიმპტომებს
- ანტიბიოტიკებით და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის დასაგეგმად ჩაატარეთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ტესტები, მათ შორის სწორი პრეპარატის, დოზის (რაოდენობის) და ხანგრძლივობის (პერიოდის) დანიშვნის ჩათვლით
- ტუბერკულოზის (TB) თერაპიის ოპტიმიზაცია
იყავით ფხიზლად და მიიღეთ ზომები
- გაითვალისწინეთ თქვენს დაწესებულებასა და საზოგადოებაში არსებული ინფექციებისა და რეზისტენტობის მონაცემები .
- დარწმუნდით, რომ ლაბორატორია დაუყოვნებლივ გაცნობებთ, როდესაც თქვენს პაციენტებში ანტიმიკრობული რეზისტენტული პათოგენები გამოვლინდება
- აცნობეთ პაციენტებს და მათ ოჯახებს, რომ მათ აქვთ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექცია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სექსუალურ პარტნიორებს (მაგ., გონორეა).
- იცოდეთ, თუ როდის უნდა შეატყობინოთ შემთხვევების შესახებ და წარუდგინეთ რეზისტენტული იზოლატები ჯანდაცვის ორგანოებს უჩვეულო რეზისტენტობის ან მკურნალობის წარუმატებლობის დასადგენად (მაგ., ცეფალოსპორინების მიმართ შემცირებული მგრძნობელობის ან კლინიკური მკურნალობის წარუმატებლობის მქონე გონორეის იზოლატების შესახებ შეატყობინეთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს).
ვეტერინარებისთვის საჭირო ქმედებები
ცხოველების პატრონებთან და მწარმოებლებთან თანამშრომლობით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ: ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელება დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სტრატეგიების განხორციელებით, ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გაუმჯობესებით, ამავდროულად, თქვენი ცხოველისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფით.
დაავადების პრევენცია და კონტროლი
- საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ადამიანების განათლება მეცხოველეობის, ვაქცინაციის, კვებისა და ბიოუსაფრთხოებისთვის.
- ცხოველებთან ურთიერთობის მქონე ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ აიცილონ თავიდან და გააკონტროლონ ცხოველებში დაავადებები.
- ვეტერინარულ საავადმყოფოებში შეიძლება გავრცელდეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის მქონე ორგანიზმები - დანერგეთ ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკა თქვენი პაციენტების და შინაური ცხოველების პატრონების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
გაისუფთავეთ ხელები და გაწმინდეთ აღჭურვილობა
- რეგულარულად დაიცავით ხელის ჰიგიენა მიკრობების მოსაშორებლად, ავადმყოფობის და ცხოველებსა და ადამიანებს შორის მიკრობების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
- ცხოველებსა და ფერმებს შორის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჩაატარეთ აღჭურვილობის დეზინფექცია.
მკურნალობისა და შედეგების ზუსტი ჩანაწერების შენარჩუნება
- დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების დოკუმენტირება და განხილვა და პაციენტის თერაპიაზე რეაქციის განხილვა.
- საჭიროებისამებრ, ხელახლა შეაფასეთ დანიშვნის მიზეზი, დოზა (რაოდენობა) და ხანგრძლივობა (დროის პერიოდი).
ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სწორად შერჩევა და გამოყენება
- დაიცავით მარეგულირებელი მოთხოვნები (სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა ხდებოდეს ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ).
- როდესაც შესაძლებელია, გამოიყენეთ ამჟამად არსებული გაიდლაინები და დიაგნოსტიკური ტესტები ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სათანადო დანიშვნის მიზნით.
იყავით მოვლენების საქმის კურსში
- იყავით ინფორმირებული დაავადებათა პრევენციის ინსტრუმენტების, კონსენსუსისა და დანიშნულების გაიდლაინების, ადგილობრივი და სახელმწიფო მოთხოვნების და ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების პროფესიული სტანდარტების შესახებ.
გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება
- გადააგდეთ გამოუყენებელი ან ვადაგასული ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით და არ გამოიყენოთ დარჩენილი პრეპარატები სხვა ცხოველებზე ვეტერინართან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების კონტროლის ვალდებულება
- პრაქტიკის დონეზე მენეჯმენტის აქტივობების განხორციელება, მათ შორის ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დოკუმენტირება, გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და კლიენტებისთვის საგანმანათლებლო რესურსის ფუნქცია.
- ჩართეთ ვეტერინარული დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ანტიბიოგრამების მოსაწოდებლად, რათა დადგინდეს, ინფექციის სამკურნალო ეფექტური და მიზანშეწონილობის არ მქონე ანტიბიოტიკები
- გაეცანით ანტიბიოტიკების გამოყენების პრინციპებს თქვენი პრაქტიკის მართვის გეგმის შესაქმნელად.
სწრაფი ნავიგაცია
- დაიცავით თქვენი პაციენტები, ებრძოლეთ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას
- ჯანდაცვის პერსონალის მიერ განსახორციელებელი ქმედებები
- ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნის გაუმჯობესება
- იყავით ფხიზლად და მიიღეთ ზომები
- ვეტერინარებისთვის საჭირო ქმედებები
- გაისუფთავეთ ხელები და გაწმინდეთ აღჭურვილობა
- მკურნალობისა და შედეგების ზუსტი ჩანაწერების შენარჩუნება
- ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სწორად შერჩევა და გამოყენება
- იყავით მოვლენების საქმის კურსში
- გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება
- ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების კონტროლის ვალდებულება
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
ხელის ჰიგიენა
ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების...
გაეცანი