როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს, ვლინდება ანტიმიკრობული რეზისტენტობა
ძირითადი მომენტები
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.
ანტიბიკრობულ რეზისტენტობას (ამრ) აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს ადამიანებზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებზე, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გადაუდებელ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად აქცევს.
მიმოხილვა
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები, როგორიცაა ბაქტერიები და სოკოები, იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს. ეს ნიშნავს იმას, რომ მიკრობები არ კვდებიან და აგრძელებენ ზრდას. რეზისტენტული ინფექციების მკურნალობა შეიძლება რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კი იყოს.
გადაუდებელი გლობალური საფრთხე
ანტიმიკრობული რეზისტენტობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გადაუდებელ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელმაც მსოფლიოში სულ მცირე 1.27 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
ბაქტერიები და სოკოები საშიში რომ იყოს, არ არის აუცილებელი ყველა ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების მიმართ იყოს რეზისტენტული. საკმარისია ერთი ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების მიმართ რეზისტენტობა იმისათვის, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად:
- ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკრობით, მოითხოვს სარეზერვო ანუ უფრო ძლიერი ანტიბიოტიკებით მკურნალობას, რამაც შესაძლოა სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო ისეთი ზიანი მიაყენოს პაციენტებს როგორიცაა, ორგანოების ფუნქციონირების უკმარისობა და მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივება ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც კი.
- მედიცინის მრავალი მიღწევა დამოკიდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებით ინფექციებთან ბრძოლის უნარზე, მათ შორის სახსრების ჩანაცვლება, ორგანოების გადანერგვა, კიბოს თერაპია და ისეთი ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა დიაბეტი, ასთმა და რევმატოიდული ართრიტი.
- ზოგიერთ შემთხვევაში, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტულ ინფექციებს მკურნალობის ვარიანტები არ აქვთ.
ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობის დაკარგვის შემთხვევაში, ჩვენც დავკარგავთ ინფექციების მკურნალობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეების კონტროლის უნარს.
როგორ ვითარდება ანტიმიკრობული რეზისტენტობა
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ბუნებრივად მიმდინარე პროცესია. თუმცა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდა განპირობებულია ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიკროორგანიზმებზე კომბინირებული ზემოქმედებით, ასევე ამ მიკროორგანიზმების და მათი რეზისტენტობის მექანიზმების გავრცელებით. როგორ ვრცელდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა
ტერმინები, რომლებიც უნდა იცოდეთ
- მიკრობები - ძალიან პატარა ზომის ცოცხალი მიკროორგანიზმებია ( ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები და ვირუსები.
- პათოგენები - ინფექციების გამომწვევი მიკრობებია. მიკრობების უმეტესობა უვნებელია და ადამიანისთვისაც კი სასარგებლოა.
- ბაქტერიები იწვევენ ინფექციებს, როგორიცაა სტრეპტოკოკური ანგინა, საკვებით გამოწვეული დაავადებები და სხვა სერიოზული ინფექციები.
- სოკოები იწვევენ ინფექციებს, როგორიცაა ტერფის სოკო, კანის სოკოვანი ინფექციები და სხვა სერიოზული ინფექციები.
- ანტიბიოტიკები არის მედიკამენტები, რომლებიც ებრძვიან ადამიანებსა და ცხოველებში ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს ბაქტერიების განადგურებით ან მათი ზრდისა და გამრავლების შეფერხებით.
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები არის მედიკამენტები, რომლითაც მკურნალობენ სოკოვან ინფექციებს ადამიანებში, ცხოველებში ან მცენარეებში სახიფათო სოკოების განადგურებით ან ზრდის შეჩერებით.
- ტერმინებს „ანტიბიოტიკი“ და „ანტიმიკრობული“ ზოგჯერ როგორც სინონიმებს ისე იყენებენ.
როგორ მოქმედებს ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე?
ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კლავენ ინფექციების გამომწვევ ზოგიერთ მიკრობს, მაგრამ ასევე კლავენ სასარგებლო მიკრობებსაც, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ. ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბება ჩქარდება, როდესაც ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები თავისი ზემოქმედებით აიძულებენ ბაქტერიებსა და სოკოებს გამოიმუშავონ ადაპტაციური მექანიზმები. რეზისტენტული მიკრობები გადარჩებიან, მრავლდებიან და ვრცელდებიან, მათ აქვთ რეზისტენტობის თვისებები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა მიკრობებზე გავრცელება.
მიკრობების გავრცელება და რეზისტენტობის მექანიზმები
მიკრობებს გადარჩენისთვის შეუძლიათ შეიმუშაონ თავდაცვის სტრატეგიები, რომლებსაც რეზისტენტობის მექანიზმები ეწოდება. მიკრობის სპეციფიკური ცილები განსაზღვრავენ მიკრობის რეზისტენტობის მექანიზმებს. ბაქტერიებსა და სოკოებს შეუძლიათ მრავალი ტიპის რეზისტენტობის გენის ტარება.
საგანგაშოა, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტულ მიკრობებს შეუძლიათ თავიანთი რეზისტენტობის მექანიზმები ისეთ მიკრობებთან გააზიარონ, რომლებიც ანტიბიოტიკებს ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს არც კი შეხებიან.
ამ ცხრილში მოცემულია ანტიბიოტიკების ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად გამოყენებული თავდაცვის სტრატეგიების რამდენიმე მაგალითი
მიკრობების გავრცელება და წინააღმდეგობის მექანიზმები | |
რეზისტენტობის მექანიზმები | აღწერა |
ანტიბიოტიკისთვის წვდომის შეზღუდვა | მიკრობები ანტიბიოტიკისთვის წვდომას შესასვლელი გზის შეცვლით ან ამ შესასვლელი გზების რაოდენობის შეზღუდვით ახდენენ მაგალითი: გრამ-უარყოფით ბაქტერიებს აქვთ გარეთა შრე (მემბრანა), რომელიც მათ გარემოსგან იცავს. ამ ბაქტერიებს თავისი მემბრანის გამოყენება შეუძლიათ ანტიბიოტიკების შერჩევითი შეღწევის შეზღუდვისთვის. |
ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების გამოდევნა | მიკრობები თავისი უჯრედის კედლებში არსებულ ტუმბოებს იყენებენ მასში შეჭრილი ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების გამოსადევნად. მაგალითი: Pseudomonas aeruginosa-ს ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია წარმოქმნას ტუმბოები რამდენიმე მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკის, მათ შორის ფტორქინოლონების, ბეტა-ლაქტამების, ქლორამფენიკოლის და ტრიმეტოპრიმის, მოსაშორებლად. მაგალითი: კანდიდას ზოგიერთი სახეობა გამოიმუშავებს ტუმბოებს, რომლებიც აზოლებს ( ფლუკონაზოლს) გამოდევნის. |
ანტიბიოტიკის შეცვლა ან განადგურება | მიკრობები ცვლიან ან ანადგურებენ ანტიბიოტიკებს გამომუშავებული ფერმენტებით, ცილებით , რომლებიც წამალს შლიან. მაგალითი: Klebsiella pneumoniae ბაქტერია გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებსაც კარბაპენემაზებს უწოდებენ, ისინი შლიან კარბაპენემის პრეპარატებს და სხვა ბეტა-ლაქტამური პრეპარატების უმეტესობას. |
ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების სამიზნეების შეცვლა | ბევრი ანტიბიოტიკი შექმნილია ბაქტერიის კონკრეტული ნაწილების (ანუ სამიზნეების) გამოყოფისა და განადგურებისთვის. მიკრობები ცვლიან ანტიბიოტიკის სამიზნეს, ამიტომ პრეპარატი ვეღარ ემაგრება მას და ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. მაგალითი: mcr -1 გენის შემცველ Escherichia coli ბაქტერიას შეუძლია უჯრედის კედლის გარეთა მხარეს ნაერთის დამატება ისე, რომ პრეპარატ კოლისტინს მასზე მიმაგრება არ შეეძლოს. მაგალითი: Aspergillus fumigatus ცვლის cyp1A გენს ისე, რომ ტრიაზოლები ვერ უკავშირდებიან ცილას |
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები ამარცხებენ მათ გასანადგურებლად შექმნილ ანტიბიოტიკს ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული მდგრადია ანტიბიოტიკების ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
- ანტიმიკრობული რეზისტენტობა შეიძლება ადამიანს განუვითარდეს მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. რეზისტენტული მიკრობებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა რთულია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც. ბევრ შემთხვევაში, ეს ინფექციები მოითხოვს ხანგრძლივ საავადმყოფოში ყოფნას, ექიმის დამატებით მეთვალყურეობას და მკურნალობას, რომელიც შეიძლება ძვირი და პოტენციურად ტოქსიკური აღმოჩნდეს.
- ჯანსაღი ჩვევების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავის ინფექციებისაგან დაცვა და ამასთანავე მიკრობების გავრცელების შეზღუდვა.
- ანტიბიოტიკების ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების საჭიროების შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ვეტერინარს. ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები არ მოქმედებს ვირუსებზე, როგორიცაა მათ მიერ გამოწვეული გაციება და გრიპი. ეს პრეპარატები სიცოცხლის გადამრჩენელია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები და ანტიმიკრობული რეზისტენტობა. თუ ამ პრეპარატებს იღებთ და 24 საათის განმავლობაში დიარეის სამი ან მეტი ეპიზოდი გაქვთ, აცნობეთ ექიმს.
- აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ცოტა ხნის წინ სხვა ქვეყანაში იმყოფებოდით ან იქ ჩაიტარეთ მკურნალობა. ანტიმიკრობული რეზისტენტობა მსოფლიოს ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. თანამედროვე ვაჭრობა და მოგზაურობა აძლევს რეზისტენტობას საშაულებას, რომ მან ადვილად გადალახოს საზღვრები და შესაძლებელია გავრცელდეს ისეთ ადგილებში, როგორიცაა საავადმყოფოები, ფერმები, საზოგადოება და გარემო. 5 რამ, რაც უნდა იცოდეთ
გავლენა
ანტიმიკრობული რეზისტენტობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა, რადგან მან:
- შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანებზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
- გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებზე.
- შეიძლება ყველა ანტიბიოტიკი ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალება არაეფექტური გახადოს, რაც შეუჩერებელ ინფექციებს გამოიწვევს.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების შეჩერება უმნიშვნელოვანესია.
რა შეგიძლია გააკეთო
- პირველ რიგში ინფექციების თავიდან აცილება.
- რეზისტენტობის განვითარების შესანელებლად გააუმჯობესეთ ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება .
- ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების შეჩერება მისი განვითარების შემთხვევაში.
ყველას გვაქვს ჩვენი როლი შესასრულებელი, მოგზაურებიდან, ცხოველების პატრონებიდან და მომვლელებიდან დაწყებული, პაციენტებითა და ჯანდაცვის პროვაიდერებით დამთავრებული.
მიკრობები ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას ავითარებენ
90 წელზე მეტი ხნის წინ პენიცილინის აღმოჩენის შემდეგ, მიკრობები აგრძელებენ ახალი ტიპის რეზისტენტობის განვითარებას ყველაზე ძლიერი პრეპარატების მიმართაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკების განვითარება შენელდა, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა არ შეცვლილა. ეს ცხრილი აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად განვითარდა რეზისტენტობის მნიშვნელოვანი ტიპები ახალი ანტიბიოტიკების, მათ შორის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, დამტკიცებისა და გამოშვების შემდეგ.
ანტიბიოტიკი დამტკიცებულია ან გამოშვებულია | გამოშვების წელი | რეზისტენტული მიკრობი იდენტიფიცირებულია | იდენტიფიცირების წელი |
პენიცილინი | 1941 | პენიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae პენიცილინაზას წარმომქმნელი Neisseria gonorrhoeae | 1942 1967 1976 |
ვანკომიცინი | 1958 | პლაზმიდით განპირობებული ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ენტეროკოკუს ფეციუმი ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული Staphylococcus aureus | 1988 2002 |
ამფოტერიცინი B | 1959 | ამფოტერიცინ B-ს მიმართ რეზისტენტული Candida auris | 2016 |
მეთიცილინი | 1960 | მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი | 1960 |
გაფართოებული სპექტრის ცეფალოსპორინები | 1980 (ცეფოტაქსიმი) | გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი ეშერიხია კოლი | 1983 |
აზითრომიცინი | 1980 | აზითრომიცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae | 2011 |
იმიპენემი | 1985 | Klebsiella pneumoniae-ს კარბაპენემაზას (KPC) წარმომქმნელი კლებსიელა პნევმონია | 1996 |
ციპროფლოქსაცინი | 1987 | ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae | 2007 |
ფლუკონაზოლი | 1990 (FDA-ს მიერ დამტკიცებული) | ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტული კანდიდა | 1988 |
კასპოფუნგინი | 2001 | კასპოფუნგინის მიმართ რეზისტენტული Candida | 2004 |
დაპტომიცინი | 2003 | დაპტომიცინის მიმართ რეზისტენტული მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი | 2004 |
ცეფტაზიდიმ-ავიბაქტამი | 2015 | ცეფტაზიდიმ-ავიბაქტამის მიმართ რეზისტენტული KPC-ის წარმომქმნელი კლებსიელა პნევმონია | 2015 |
სწრაფი ნავიგაცია
- მიმოხილვა
- გადაუდებელი გლობალური საფრთხე
- როგორ ვითარდება ანტიმიკრობული რეზისტენტობა
- ტერმინები, რომლებიც უნდა იცოდეთ
- როგორ მოქმედებს ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე?
- მიკრობების გავრცელება და რეზისტენტობის მექანიზმები
- ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება
- გავლენა
- რა შეგიძლია გააკეთო
- მიკრობები ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას ავითარებენ
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
ხელის ჰიგიენა
ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების...
გაეცანი