ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ძირითადი მომენტები

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის გადამდებლობამდე ტკიპა 24 საათზე მეტხანს უნდა იყოს მიმაგრებული. თუ ტკიპას დროულად მოიცილებთ კანიდან, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ლაიმის დაავადების განვითარების რისკს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ეს დაავადება მსოფლიოში სულ უფრო ვრცელდება. 150 000-ზე მეტი ადამიანის სისხლის ანალიზთან დაკავშირებლი მონაცემების შესწავლის შედეგად დაასკვნეს, რომ მსოფლიოში ადამიანების 14 პროცენტზე მეტს აქვს ტკიპებით გამოწვეული ლაიმის დაავადება. https://gh.bmj.com/content/7/6/e007744

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის გადამდებლობამდე ტკიპა 24 საათზე მეტხანს უნდა იყოს მიმაგრებული. თუ ტკიპას დროულად მოიცილებთ კანიდან,  მნიშვნელოვნად შეამცირებთ ლაიმის დაავადების განვითარების რისკს.

ტიპურ სიმპტომებს მიეკუთვნება სიცხე, თავის ტკივილი, დაღლილობა და დამახასიათებელი გამონაყარი კანზე, რომელსაც „ერითემა მიგრანსი“ ეწოდება. მკურნალობის გარეშე ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სახსრებზე, გულსა და ნერვულ სისტემაზე. ლაიმის დაავადების დიაგნოზი სიმპტომების, ფიზიკური მონაცემების (მაგ., გამონაყარის) და ინფიცირებულ ტკიპებთან კონტაქტის საფუძველზე ისმება. დიაგნოზის დასადგენად იყენებენ ლაბორატორიულ ტესტებს. ლაიმის დაავადების შემთხვევათა უმეტესობა წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკებით რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ლაიმის დაავადების ლაბორატორიული დიაგნოზი ეფუძნება სისხლის ანალიზს, რომელიც ლაიმის ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულებს ავლენს

ლაიმის დაავადების გავრცელების სხვა მექანიზმები

დაავადება, როგორც წესი, გადამდები არ არის. დედიდან ნაყოფზე გავრცელება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან იშვიათია. საბედნიეროდ, შესაბამისი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას არ იზრდება მშობიარობის არასასურველი შედეგების რისკი. არ არსებობს ცნობები დედის რძიდან ჩვილებზე ლაიმის დაავადების გადაცემის შესახებ.

თუ თქვენ დაგიდგინეს ლაიმის დაავადება და ამავდროულად ძუძუთი კვებავთ ბავშვს, დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის ამის შესახებ, რათა მან დაგინიშნოთ ძუძუთი კვების დროს უსაფრთხოდ გამოსაყენებელი ანტიბიოტიკი.

მიუხედავად იმისა, რომ ლაიმის დაავადების არცერთი შემთხვევა არ არის დაკავშირებული სისხლის გადასხმასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლაიმის დაავადების ბაქტერია შეიძლება ცხოვრობდეს სისხლში, რომელიც ინახება დონაციისთვის. პირებმა, რომლებიც ლაიმის დაავადებისთვის ანტიბიოტიკით მკურნალობენ, არ უნდა ჩააბარონ სისხლი. პირები, რომლებმაც დაასრულეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა, შეიძლება იყვნენ სისხლის დონორები.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებსა და კატებს შეიძლება დაემართოთ ლაიმის დაავადება, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი წარმოადგენენ პატრონებისთვის საფრთხეს. თუმცა, შინაურ ცხოველებს შეუძლიათ ინფიცირებული ტკიპების თქვენს სახლში ან ეზოში შეტანა. 

თქვენ არ დაგემართებათ ლაიმის დაავადება ნანადირევი ხორცის ჭამით, მაგრამ საკვების უვნებლობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, ხორცი ყოველთვის კარგად მოხარშეთ. არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიები შეიძლება გადაეცეს ჰაერით, საკვებით, წყლით ან კოღოების, ბუზების, რწყილების ან ტილების ნაკბენით.

ლაიმის დაავადების პრევენცია

ლაიმის საპროფილაქტიკო ვაქცინა დღეისათვის არ არსებობს. მიმდინარეობს რამდენიმე ბიოლოგიური პრეპარატის (ვაქცინის) კლინიკური კვლევა.

სანამ გარეთ გახვალთ

იცოდეთ, სად უნდა ელოდოთ ტკიპებს. ტკიპები ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც არის ბალახი, ბუჩქნარი ან ტყე, ან ბინადრობენ ცხოველებზე. ძაღლის გარეთ გასეირნებამ, მებაღეობამ ან ნადირობამ შეიძლება ტკიპებთან მჭიდრო კონტაქტი გამოიწვიოს. ბევრ ადამიანს ტკიპა საკუთარ ეზოში ან სამეზობლოში უკბენს ხოლმე.

ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაამუშავეთ 0.5%-იანი პერმეტრინის შემცველი საშუალებებით. პერმეტრინის გამოყენება შეიძლება ჩექმების, ტანსაცმლისა და კემპინგის აღჭურვილობის დასამუშავებლად და რამდენიმე გარეცხვის შემდეგაც კი, ინარჩუნებს დამცავ ეფექტს. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ შეიძინოთ პერმეტრინით დამუშავებული ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

მოერიდეთ ტკიპებთან კონტაქტს. მოერიდეთ ტყიან და ბუჩქნარიან ადგილებს, სადაც მაღალი ბალახი და ფოთლებია. იარეთ ბილიკების ცენტრში. გამოიყენეთ რეგისტრირებული მწერების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავს DEET-ს, პიკარდიდინს, IR3535-ს, ლიმონის ევკალიპტის ზეთს (OLE), პარა-მენთან-დიოლს (PMD) ან 2-უნდეკანონს. ყოველთვის დაიცავით პროდუქტის ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ OLE ან PMD შემცველი პროდუქტები 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, EPA-ს მიერ რეგისტრირებული მწერების საწინააღმდეგო საშუალებები უსაფრთხო და ეფექტურია ორსული და მეძუძური ქალებისთვისაც კი. თუ იყენებთ მზისგან დამცავ კრემს, ჯერ წაისვით მზისგან დამცავი საშუალება და შემდეგ მწერების საწინააღმდეგო საშუალება.

სახლში შესვლის შემდეგ

შეამოწმეთ თქვენი ტანსაცმელი ტკიპებზე. ტკიპები შეიძლება სახლში ტანსაცმლით შემოიტანოთ. ნებისმიერი აღმოჩენილი ტკიპა უნდა მოიშოროთ. ტანსაცმლის  გასარეცხად რეკომენდებულია ცხელი წყალი. ცივი და საშუალო ტემპერატურის წყალი ტკიპებს არ კლავს.

შეამოწმეთ აღჭურვილობა და შინაური ცხოველები. ტკიპებს შეუძლიათ სახლში ტანსაცმლით და შინაური ცხოველებით შეღწევა, შემდეგ კი ეკვრიან ადამიანს, ამიტომ ყურადღებით შეამოწმეთ შინაური ცხოველები, ქურთუკები და ზურგჩანთები.

სახლში დაბრუნების შემდეგ მალევე მიიღეთ შხაპი. დადასტურებულია, რომ სახლში შესვლიდან ორი საათის განმავლობაში შხაპის მიღება ამცირებს ლაიმის დაავადების რისკს და შეიძლება ეფექტური იყოს სხვა ტკიპებით გამოწვეული დაავადებების რისკის შესამცირებლადაც. შხაპის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თავისუფალი ტკიპების ჩამორეცხვას და ეს კარგი შესაძლებლობაა ტკიპების შესამოწმებლად.

შეამოწმეთ თქვენი სხეული ტკიპებზე. პოტენციურად ტკიპებით დაბინძურებული ადგილებიდან, მათ შორის თქვენივე ეზოდან დაბრუნებისას, ჩაატარეთ სრული შემოწმება. შეამოწმეთ თქვენი და ბავშვის სხეული ტკიპებზე:

  • იღლიების ქვეშ
  • ყურების შიგნით და მის გარშემო
  • ჭიპის შიგნით
  • მუხლების უკანა მხარეს
  • თმაში და მის გარშემო
  • ფეხებს შორის
  • წელის გარშემო

ტკიპების ზემოქმედების რისკის შემცირება სახლებთან ახლოს

გარეთ ტკიპების კონტროლისთვის გამოიყენეთ პესტიციდები. პესტიციდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ტკიპების რაოდენობა თქვენი ეზოს დამუშავებულ ადგილებში. თუმცა, ინფექციის რისკის შესამცირებლად არ უნდა დაეყრდნოთ შესხურებას.

პესტიციდების გამოყენებისას ყოველთვის დაიცავით ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციები. მოაშორეთ ფოთლები და მაღალი ბალახები. ხშირად მოთიბეთ გაზონი. სათამაშო მოედნები, ტერასები და ეზოები ეზოს კიდეებსა და ხეებს მოარიდეთ. ეზოდან ძველი ავეჯი, ლეიბები ან ნაგავი გაიტანეთ, რამაც შეიძლება ტკიპებს დამალვის საშუალება მისცეს.

https://skillio.ge/wp-content/uploads/2026/03/ლაიმის-პოსტერი-2-2-1-1.pdf

თუ კანზე ტკიპას აღმოაჩენთ

უბრალოდ, რაც შეიძლება მალე მოიშორეთ ტკიპა. თუ ტკიპის მოცილებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გამონაყარი ან სიცხე გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს. ტკიპის მოცილების გადადებამ შეიძლება გაზარდოს დაავადების განვითარების რისკი.

სუფთა წვრილწვერიანი პინცეტით მოეჭიდეთ ტკიპას კანის ზედაპირთან რაც შეიძლება ახლოს. თუ წვრილწვერიანი პინცეტი არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი პინცეტი ან თითები. ტკიპა კანის ზედაპირთან ახლოს დაიჭირეთ, რათა თავიდან აიცილოთ ტკიპის სხეულის მოცილება.

ფრთხილი ზეწოლით მოაცილეთ ტკიპა კანს. არ დაატრიალოთ და არ ააძროთ ტკიპა უხეშად. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკიპას პირის აპარატის კანში დარჩენა. თუ ეს მოხდება, თქვენი სხეული დროთა განმავლობაში ბუნებრივად გამოდევნის მას კანის შეხორცებისას. მოცილებული ტკიპა არ მოჭყლიტოთ თითებით, მოათავსეთ დალუქულ კონტეინერში, მჭიდროდ შეახვიეთ ლენტით,  ჩარეცხეთ უნიტაზში ან ჩადეთ სპირტში.  ტკიპის მოცილების შემდეგ, კარგად გაწმინდეთ ნაკბენი ადგილი საპნითა და წყლით, სპირტით ან ხელის სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო შემდეგ დაიბანეთ ხელები. https://skillio.ge/wp-content/uploads/2026/03/ლაიმის-პოსტერი-1-1.pdf

რესურსები

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი გადმოიწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი

ხელის ჰიგიენა

ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების...

გაეცანი