ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ამრ-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და სხვების დაცვა
იცოდეთ თქვენი რისკი, დასვით კითხვები და იზრუნეთ საკუთარ თავზე
- ჭრილობები შეხორცებამდე სუფთად, დაფარულად მდგომარეობაში და იზრუნეთ სათანადოდ ისეთ ქრონიკულ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი ან გულის დაავადებები.
- ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმის ან თქვენი შეშფოთების გამოხატვის.
- ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ინფექციების და სეფსისისრისკების შესახებ, რაც ინფექციაზე ორგანიზმის დაუყოვნებელი რეაქციის შედეგია.
დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი
ვერავინ შეძლებს ინფექციის სრულად თავიდან აცილებას, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად.
ხელების გასუფთავება
- ავადმყოფობის და მიკრობების სხვებზე გადაცემის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ხელის ჰიგიენა, რაც ხელს უწყობს მიკრობების მოშორებას და სუფთა ხელების შენარჩუნებას
- გაიგეთ მეტიიმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხელების დაბანას ყოველდღიურად ებრძოლოს ჩვენს ხელებზე მოხვედრილ მიკრობებს.
ვაქცინაცია
- ვაქცინები ინფექციების, მათ შორის რეზისტენტული ინფექციების პრევენციის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
- ყველა ასაკისთვის რეკომენდებული ვაქცინებისშესახებ გაესაუბრეთ სამედიცინო პერსონალს .
ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სწორად გამოყენება
- საუკეთესო მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების ავადმყოფობის შემთხვევაში აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენი ოჯახის ექიმს .
- თქვენი შინაური ცხოველის ავადმყოფობის შემთხვევაში გაესაუბრეთ ვეტერინარს მკურნალობის საუკეთესო ვარიანტის გასაგებად.
- ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები სიცოცხლის გადამრჩენი პრეპარატებია, მაგრამ გამოყენებისას მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები და ხელი შეუწყონ ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას.
- ანტიბიოტიკის მიღებისას ერთ-ერთი გვერდითი მოვლენააClostridioides difficile — თი გამოწვეული მძიმე და სასიკვდილო დიარეა, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი და გულისრევა. ეს ბაქტერია, ასოცირდება ანტიბიოტიკების გამოყენებასთან.
- შეიტყვეთ მეტიანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ , მათ შორის, როდის არის ისინი საჭირო და როდის არ არის.
იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობის ცვლილებების შესახებ
- გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ინფექციების ნიშნების და სიმპტომების ამოცნობის შესახებ ზოგადად ან თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია.
- ინფექციამ მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი გართულებები სეფსისის სახით, რომელიც, სიცოცხლისთვის საშიშ სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევას წარმოადგენს.
ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება ცხოველებთან მოპყრობისას
- ცხოველებთან შეხების, კვების ან მოვლის შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები. ეცადეთ შეამციროთ პირდაპირი კონტაქტი ცხოველურ ექსკრემენტებთან დამხმარე საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, ხელთათმანები, ნიჩაბი და სხვა..
- იზრუნეთ თქვენს ცხოველებსა დაშინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე .
- თქვენი ცხოველებისთვის/შინაური ცხოველებისთვის რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისკარბაპენემის მიმართ რეზისტენტული ენტერობაქტერიების (CRE) მსგავსი მიკრობების თავიდან ასაცილებლად, მიმართეთ თქვენს ვეტერინარს. ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
მოამზადეთ საკვები უსაფრთხოდ
საკვებით გამოწვეული ინფექციების თავიდან ასაცილებლად დაიცავით ოთხი მარტივი ნაბიჯი - გაწმინდეთ, გამოაცალკევეთ, მოამზადეთ და გააგრილეთ.
- დაიბანეთ ხელები, გაასუფთავეთ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები და ჭურჭელი.
- დაიბანეთ ხელებიუმი ხორცის, ქათმის და სხვა ფრინველის, ზღვის პროდუქტების ან კვერცხის შეხებამდე და შეხების შემდეგ.
- თითოეული საკვების მომზადების შემდეგ გარეცხეთ სამზარეულოში მოსამზადებელი ზედაპირები, საჭრელი დაფები და ნახმარი ჭურჭელი.
- გამოაცალკევეთუმი ხორცი სხვა საკვებისგან
- ერთი საჭრელი დაფა ან თეფში გამოიყენეთ უმი ხორცისთვის, ხოლო სხვა მეორე კი იმ საკვებისთვის, რომელიც ჭამამდე თერმულად არ მუშავდება. არ დადოთ მოხარშული ხორცი იმ თეფშზე, რომელზეც უმი ხორცი იყო.
- უმი ხორციდან, ფრინველიდან, ზღვის პროდუქტებიდან და კვერცხიდან მიკრობები შეიძლება გავრცელდეს ხილზე, ბოსტნეულსა და სხვა მზა საკვებზე, თუ მათ ცალკე არ შეინახავთ.
- მოამზადეთ საკვები უსაფრთხო ტემპერატურაზე- გამოიყენეთ თერმომეტრი საკვების შიდა უსაფრთხო ტემპერატურამდე მოსამზადებლად:
- 63℃ (145°F) საქონლის, ღორის, ცხვრის და ხბოს ხორცის მთლიანი ნაჭრებისთვის, როგორიცაა სტეიკები, ნეკნები და შემწვარი ხორცი (ხორცი გააჩერეთ დაჭრამდე ან ჭამამდე 3 წუთის განმავლობაში).
- 74℃ (165°F) გატარებული ხორცისთვის, როგორიცაა საქონლის და ღორის ხორცი, და კვერცხის შემცველი კერძებისთვის.
- 74℃ (165°F) ფრინველისთვის, მათ შორის გატარებული ქათმისა და ინდაურის ხორცისთვის.
დარჩენილი საკვები და სხვა პროდუქტები დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში.
- მომზადებული ხორცი და სხვა საკვები მომზადებიდან 2 საათის შემდეგ შეინახეთ მაცივარში 4,4 ℃ (40°F) ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე.
- თუ საკვები 32℃ (90°F-ზე) მაღალ ტემპერატურაზე მოხვდა (მაგალითად, გაცხელებული მანქანა ან პიკნიკი), 1 საათის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში.
საკვებით გამოწვეული დაავადებების რისკის გააზრება
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიწამლოს საკვებით , თუმცა გარკვეული ჯგუფები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მძიმე ინფექციებისკენ. მძიმე ინფექციების რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ორსული ქალები, ხანდაზმულები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები.
იყავით ჯანმრთელი საზღვარგარეთ მოგზაურობისას
- საზღვარგარეთ მოგზაურობისას იყავით ფრთხილად.
- გაეცანით ინფორმაციას საჭირო ვაქცინაციის შესახებ, შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები, მიირთვით უსაფრთხო საკვები და სასმელი, წინასწარ დაგეგმეთ და გაეცანით სამედიცინო ტურიზმის რისკებს ავად გახდომის შემთხვევაში მზაობისთვის.
- დამატებითი ინფორმაციისთვისეწვიეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოგზაურთა ჯანმრთელობის ვებსაიტს. https://wwwnc.cdc.gov/travel/
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) თავიდან აცილება
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება.
- თუ სექსი გაქვთ, შეამცირეთ რისკი უსაფრთხო სექსუალური აქტივობების არჩევით და პრეზერვატივის სწორი გამოყენებით მთელი აქტის განმავლობაში.
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტის დადებითი პასუხის შემხვევაში, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა ჩაიტაროთ მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ ხელახალი ინფიცირება.
- გონორეა, სქესობრივი გზით გადამდები (სგგი) გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა და შეიძლება რეზისტენტული იყოს მისი მკურნალობისთვის მოწოდებული მედიკამენტების მიმართ.
- გაეცანით სგგი-ს შემცირების ეფექტურ სტრატეგიებს, თუ რისკი თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის არსებობს.
https://www.cdc.gov/sti/prevention/index.html#cdc_prevention_pre-prevention-steps-and-strategies
დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი
ვერავინ შეძლებს ინფექციის სრულად თავიდან აცილებას, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად.
რატომ არის პრევენცია მნიშვნელოვანი
ანტიმიკრობულ რეზისტენტობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებზე. ეს მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად აქცევს.
ბაქტერიები და სოკოების რეზისტენტობა საყურადღებოა მაშინაც კი, როდესაც ისინი ყველა ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების მიმართ არ არის რეზისტენტული. ერთი ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალების მიმართ რეზისტენტობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად:
- ანტიმიკრობული საშუალებებისადმი რეზისტენტული მიკრობით გამოწვეულმა ინფექციებმა, რომლებიც მეორე და მესამე ხაზის მკურნალობის გამოყენებას მოითხოვს, შეიძლება პაციენტებს სერიოზული ზიანი მიაყენოს გვერდითი მოვლენების განვითარებით, როგორიცაა ორგანოების უკმარისობა და გაახანგრძლივოს მკურნალობა და გამოჯანმრთელება, ზოგჯერ თვეების განმავლობაში.
- მედიცინის მრავალი მიღწევა დამოკიდებულია ანტიბიოტიკებით ინფექციებთან ბრძოლის უნარზე, მათ შორის სახსრების ჩანაცვლება, ორგანოების გადანერგვა, კიბოს თერაპია და ისეთი ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა დიაბეტი, ასთმა და რევმატოიდული ართრიტი.
- ზოგიერთ შემთხვევაში, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტულ ინფექციებს მკურნალობის ალტერნატივა არ აქვთ.
თუ ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ეფექტურობას დაკარგავენ, მაშინ ჩვენც დავკარგავთ ინფექციების მკურნალობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეების კონტროლის უნარს.
რესურსები
https://www.cdc.gov/antimicrobial-resistance/data-research/threats/index.html
სწრაფი ნავიგაცია
- ამრ-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
- საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და სხვების დაცვა
- დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი
- ხელების გასუფთავება
- ვაქცინაცია
- ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სწორად გამოყენება
- იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობის ცვლილებების შესახებ
- ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება ცხოველებთან მოპყრობისას
- მოამზადეთ საკვები უსაფრთხოდ
- საკვებით გამოწვეული დაავადებების რისკის გააზრება
- იყავით ჯანმრთელი საზღვარგარეთ მოგზაურობისას
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) თავიდან აცილება
- დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი
- რესურსები
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
ხელის ჰიგიენა
ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების...
გაეცანი
