ვაქცინაციის შესახებ ხშირად დასმული კითხვები

ძირითადი მომენტები

ვაქცინაცია - ეს არის დაავადებებისგან დაცვის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ბიოლოგიური პრეპარატი. ის არის ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების გამშვები საშუალება ინფექციური დაავადებების მიმართ შეუვალობის ჩამოსაყალიბებლად და ის აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.

ვაქცინაცია ყოველწლიურად 3,5 მილიონიდან 5 მილიონამდე სიკვდილის შემთხვევის პრევენციას ახდენს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა მაგალითად, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, გრიპი და წითელა. ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ 14 ძირითადი დაავადების წინააღმდეგ გამოყენებულმა ვაქცინებმა თავიდან აგვაცილა პლანეტაზე 154 მილიონამდე სიკვდილი. იმავე პერიოდში, ვაქცინაციის წყალობით 40%-ით შემცირდა ახალშობილთა სიკვდილიანობა.

ამჟამად შექმნილია ვაქცინები 30-ზე მეტი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებისა და ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ეხმარება ყველა ასაკის ადამიანს უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ. ვაქცინაციამ გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი ბევრისთვის და აღმოიფხვრა ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა ყვავილი.

როგორია ვაქცინების მოქმედების პრინციპი?

ბუნებივი დამცავი მექანიზმების გააქტიურების გზით და დაავადების გამომწვევის მიმართ იმუნიტეტის ფორმირებით ვაქცინები აქვეითებენ დაავადების რისკს.  ვაქცინაცია აპროვოცირებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს. იმუნური სისტემა ამოიცნობს დაავადების გამომწვევს, მაგალითად, ვირუსს ან ბაქტერიას, იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას (ანტისხეული - ცილა, რომელიც ბუნებრივი გზით გამომუშავდება ორგანიზმში დაავადებასთან საბრძოლველად) და იმახსოვრებს დაავადების გამომწვევს, რათა სწრაფად გაანადგუროს ის მომავალში, თუ ეს გამომწვევი კვლავ მოხვდება ორგანიზმში, ისე, რომ  დაავადება არ განვითარდეს.

ჩვენ იმუნურ სისტემას გააჩნია მეხსიერება. ერთი ან რამდენიმე აცრის შემდეგ, ჩვენ, როგორც წესი, ვიძენთ დაცვას ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში, ზოგჯერ მთელის სიცოცხლის მანძილზე. ვაქცინები არ გვაავადებენ, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაავადების მკურნალობა.  

როდის უნდა ავიცრა ან ავცრა შვილი?

ვაქცინები გვიცავენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ნებისმიერ ასაკში – დაბადებისთანავე, ბავშვობაში, მოზარდობის პერიოდში და სიბერემდე. ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საქართველოში, გაიცემა აცრების ბარათები, სადაც აღნიშნულია, რომელი აცრები ჩაუტარდა ზრდასრულს ან ბავშვს და როდის არის დაგეგმილი შემდეგი დოზები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეკომენდებული აცრა ჩატარდეს დროულად.

ვაქცინაციის გადავადებით საკუთარ თავს სერიოზული დაავადების რისკის წინაშე ვაყენებთ. თუ დაველოდებით მომენტს, როდესაც აცრა გადაუდებლად გახდება საჭირო – მაგალითად, ინფექციის აფეთქების დაწყებისას – შესაძლოა უკვე გვიანი იყოს საჭირო ეფექტის მისაღწევად ან ვაქცინის ყველა დოზის მისაღებად. თუ თქვენ ან თქვენს შვილს გამოგრჩათ რეკომენდებული აცრა, მიმართეთ ექიმს და გაიგეთ, როგორ და როდის შეგიძლიათ მიიღოთ გამოტოვებული დოზები.

რომელი დაავადებებისგან გვიცავენ ვაქცინები?

ვაქცინები გვიცავს მრავალი დაავადებისგან, მათ შორისაა საშვილოსნოს ყელის კიბო, დიფტერია, B ჰეპატიტი, გრიპი, წითელა, ყბაყურა, ყივანახველა, პნევმონია, პოლიომიელიტი, ცოფი, როტავირუსული დიარეა, წითურა, ტუბერკულოზი და ა.შ.

ამჟამად მუშავდება ან ექსპერიმენტულად გამოიყენება ვაქცინები სხვა დაავადებების წინააღმდეგაც, მათ შორის ზიკას ვირუსის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ. ზოგიერთი აცრა რეკომენდებულია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ გარკვეულ ქვეყნებში ან პროფესიული საქმიანობის გამო ექვემდებარებიან მომატებულ რისკს. არსებობს გეგმიური აცრები, რომლებიც უტარდებათ ბავშვებს ახალშობილობიდან მოზარდობის ასაკის ჩათვლით.

გაიგეთ თქვენი ექიმისგან, რომელი აცრები არის აუცილებელი თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

რას შეიცავს ვაქცინა?

ვაქცინის თითოეული კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში. ვაქცინები შეიცავენ:

ანტიგენს – ეს არის მიკროორგანიზმების (ვირუსის ან ბაქტერიის) დახოცილი ან დასუსტებული ფორმა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი სწავლობს დაავადების გამომწვევის ამოცნობასა და განადგურებას მომავალში.
ადიუვანტებს – ისინი აძლიერებენ იმუნურ პასუხს და ვაქცინას უფრო ეფექტიანს ხდიან.
კონსერვანტებს – უზრუნველყოფენ ვაქცინის ეფექტიანობის შენარჩუნებას.
სტაბილიზატორებს – იცავენ ვაქცინას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.

ვაქცინის შეფუთვაზე მითითებული ინგრედიენტების სახელები შესაძლოა გაუგებარი ჩანდეს, თუმცა მათი უმრავლესობა ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმში, გარემოსა და საკვებში. ვაქცინის ყველა კომპონენტი, ისევე როგორც თავად ვაქცინები, გადის უსაფრთხოების მკაცრ შემოწმებასა და კონტროლს.

უსაფრთხოა თუ არა ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გაკეთება?

რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ ერთდროულად აცრა უსაფრთხოა. კომბინირებული ვაქცინები ისეთივე უსაფრთხო და ეფექტიანია, როგორც ცალკეული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები.

რამდენიმე ვაქცინის ერთ ვიზიტზე გაკეთება ან კომბინირებული ვაქცინის გამოყენება საუკეთესო გზაა ბავშვის ადრეულ ასაკში ერთდროულად რამდენიმე დაავადებისგან დასაცავად. ეს ასევე უზრუნველყოფს, რომ ყველა საჭირო აცრა დროულად ჩატარდეს. მაგალითად, კომბინირებული ვაქცინა დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას წინააღმდეგ ამცირებს ინექციების რაოდენობას.

რამდენიმე დოზის მიღება არ ახდენს ზედმეტ დატვირთვას იმუნურ სისტემაზე. ვაქცინებში არსებული ანტიგენების რაოდენობა ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად ხვდება გარემოში.

როგორ ისაზღვრება ვაქცინის უსაფრთხოება?

არსებული ვაქცინების უმრავლესობა ათწლეულებია გამოიყენება და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი უსაფრთხოდ იცრება. ქვეყანაში გამოყენებამდე ვაქცინა გადის მრავალსაფეხურიან კლინიკურ კვლევებს. ჯანმრთელობის ორგანოები ყურადღებით აფასებენ კვლევების შედეგებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უმაღლეს სტანდარტებს. ვაქცინის დანერგვის შემდეგაც ეროვნული ორგანოები განაგრძობენ მისი უსაფრთხოების მონიტორინგს. არასასურველი მოვლენის შემთხვევაში ხდება დეტალური მოკვლევა, იყო თუ არა ის დაკავშირებული ვაქცინაციასთან.

ჯანმო  ეხმარება ქვეყნებს უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში. გლობალურ დონეზე მონაცემებს განიხილავს ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GACVS), რომელიც ჯანმო-ს აწვდის სამეცნიერო რეკომენდაციებს.

ვაქცინის გამოყენებამდე მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა მოწმდება შექმნის თითოეულ ეტაპზე.

  • ლაბორატორიული ეტაპი – კანდიდატი ვაქცინის გამოკვლევა ხდება ლაბორატორიაში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
  • კლინიკური კვლევები – მიმდინარეობს რამდენიმე ათას ჯანმრთელ მოხალისეზე და რეგულირდება მკაცრი წესებით:
  • I ფაზა – მცირე ჯგუფზე (20–100 ადამიანი) უსაფრთხოების და დოზირების შეფასება.
  • II ფაზა – რამდენიმე ასეულ მონაწილეზე, სამიზნე პოპულაციის შესაბამისი მახასიათებლებით.
  • III ფაზა – რამდენიმე ათას მონაწილეზე მასობრივი გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასამტკიცებლად.

მარეგულირებელი ორგანო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ. ვაქცინის დანერგვის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს დამატებითი კვლევები, რათა გრძელვადიან პერიოდში შეფასდეს მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება.

როგორ კონტროლდება ვაქცინების უსაფრთხოება?

უსაფრთხოების მონიტორინგი მიმდინარეობს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ჯანმო თანამშრომლობს მწარმოებლებთან და ჯანდაცვის ორგანოებთან, რათა დროულად გამოვლინდეს და შეფასდეს შესაძლო საფრთხეები. ყოველი სერიოზული არასასურველი მოვლენა დეტალურად განიხილება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

არსებობს თუ არა კავშირი ვაქცინებსა და აუტიზმს შორის?

მრავალრიცხოვანი მაღალი ხარისხის კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაქცინები არ იწვევენ აუტიზმს. 1998 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელმაც ასეთი კავშირი ივარაუდა, მოგვიანებით გაუქმდა მონაცემების გაყალბების გამო.

რა არის თიმეროსალი და უსაფრთხოა თუ არა ის?

თიმეროსალი არის კონსერვანტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი მრავალდოზიანი ფლაკონის მქონე ვაქცინაში. იგი შეიცავს ეთილვერცხლისწყალს, რომელიც სწრაფად იშლება და ორგანიზმში არ გროვდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინებში არსებული მცირე რაოდენობა უსაფრთხოა და არ უკავშირდება აუტიზმს ან სხვა ნეიროგანვითარებით დარღვევებს.

უსაფრთხოა თუ არა ალუმინის შემცველი ვაქცინები?

ალუმინის მარილები ათწლეულებია გამოიყენება ადიუვანტებად. მათი რაოდენობა ვაქცინებში ძალიან მცირეა და ნაკლებია იმაზე, რაც ორგანიზმში ბუნებრივად ხვდება საკვებიდან. ფართომასშტაბიანმა კვლევებმა, მათ შორის მილიონზე მეტი ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ, არ დაადასტურა კავშირი ვაქცინებში ალუმინის შემცველობასა და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს შორის.

რესურსები

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი