მუნი (Scabies)
ძირითადი მომენტები
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქავილი და გამონაყარი კანზე. მსოფლიოში დროის ნებისმიერ მომენტში მუნით ინვაზირებულაი 200 მილიონამდე ადამიანი. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი - ბავშვების 5-50%. გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში. ინვაზიის რისკი მაღალია ბავშვებში და ხანშიშესულებში.
მუნით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი. ტკიპა გადაეცემა ინვაზირებული ადამიანიდან „კანი - კანთან“ პირდაპირი კონტაქტით სულ მცირე 5-10 წუთის განმავლობაში. ტკიპა აღწევს კანში და დებს კვერცხებს, რაც იწვევს ძლიერ ქავილს და გამონაყარს.
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა Sarcoptes scabiei var hominis. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქავილი და გამონაყარი კანზე. მსოფლიოში დროის ნებისმიერ მომენტში მუნით ინვაზირებულაი 200 მილიონამდე ადამიანი. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი - ბავშვების 5-50%. გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში. ინვაზიის რისკი მაღალია ბავშვებში და ხანშიშესულებში.
როგორ ვრცელდება მუნი
მუნით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი. გადაეცემა ინვაზირებული ადამიანიდან „კანი -კანთან“ პირდაპირი კონტაქტით სულ მცირე 5-10 წუთის განმავლობაში. ტკიპა აღწევს კანში და დებს კვერცხებს, რაც იწვევს ძლიერ ქავილს და გამონაყარს. გადაცემის რისკი დამოკიდებულია ადამიანის ინვაზიის ხარისხზე, ამასთან, ყველაზე მაღალი გადამდებლობით ხასიათდებიან მუნის ფუფხიანი ფორმით დაავადებულები. ფუფხიანი მუნი ემარტებათ უმეტესად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ ფორმის დროს კანში ათასობით ტკიპაა ინვაზირებული, რაც კანზე ფუფხების წარმოქმნას განაპირობებს. მუნის ეს ფორმა სიცოცხლისთვის საშიშია. ჩვეულებრივი მუნის გადაცემის რისკი პირადი გამოყენების ნივთებთან კონტაქტისას (მაგალითად, ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული) დაბალია, ფუფხიანი მუნისას კი - მაღალი.
ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდიდან გამომდინარე, მუნით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ინვაზია შეიძლება მოხდეს დაავადებულში სიმპტომების გამოვლენამდე ან უმნიშვნელო სიმპტომების დროსაც კი. ადამიანების უმეტესობა კონტაქტისას ინვაზირდება 10-15 ტკიპით. ტკიპები აღწევენ კანის ზედა შრეში, სადაც ზრდასრული მდედრი ტკიპა დებს კვერცხებს, 3-4 დღის შემდეგ იჩეკებიან ლავრები, რომლებიც 1-2 კვირის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ ტკიპებად. 4-6 კვირის შემდეგ პაციენტს ეწყება ალერგიული რეაქცია ტკიპების ცილებზე და ფეკალიებზე, რაც იწვევს ძლიერ ქავილს.
მოხუცთა სახლები, გახანგრძლივებული მოვლის (პალიატიური) დაწესებულებები, პანსიონატები, ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებები (ბაღები, ბავშვთა სახლები), ციხეები - ეს ის დაწესებულებებია, სადაც ყველაზე ხშირად ხდება მუნის გავრცელება მაღალი სიმჭიდროვის გამო.
მუნის სიმპტომები
მუნის სიმპტომები ვლინდება ინვაზიიდან 4-6 კვირის შემდეგ.
- ძლიერი ქავილი, ხშირად ძლიერდება ღამით
- თითებზე, მაჯებზე, ხელებზე, ტერფებსა და წელის ქვედა ნაწილზე ქავილი, კანქვეშა ხაზები და კვანძები (პაპულები)
- ანთებადი კვანძები სასქესო ორგანოებზე მამაკაცებში და მკერდზე ქალებში
- ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, მათ შორის ხელისგულებზე, ტერფებზე, კოჭებსა და თავის კანზე.
ქავილისგან წარმოქმნილი ნახეთქები აპროვოცირებს კანის ბაქტერიული ინფექციების განვითარებას, რომელიც შეიძლება გართულდეს და განვითარდეს უფრო მძიმე ინფექცია, მაგალითად, სეფსისი. საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ ჯანდაცვის დაწესებულებას.
როგორ დავიცვათ თავი?
კანის გარეთ მუნის ტკიპა კვდება 2-3 დღეში.
გავრცელების აღსაკვეთად საჭიროა:
- თავი აარიდეთ „კანი-კანთან“ კონტაქტს ინვაზირებულ ადამიანთან
- ერთ ოჯახის წევრთან მუნის აღმოჩენისას უნდა იმკურნალოს ყველა წევრმა
- ინვაზირებულის პირადი ნივთები უნდა გარეცხოთ განცალკევებით მაღალ ტემპერატურაზე და კარგად გააშროთ, სასურველი საშრობში ან მზის სხივების ქვეშ
- ნივთები, რომლებიც ვერ გაირეცხება უნდა დალუქოთ ცელოფნის პაკეტში ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ გარეცხოთ ზემოთ აღწერილი წესით
- ინვაზირებულის გარემოში ხშირად უნდა დაასუფთავოთ ზედაპირები სველი წესით
- არ გამოიყენოთ სხვისი ტანსაცმელი, თეთრეული ან სხვა პირადი ნივთები.
მკურნალობის მეთოდი
მუნს მკურნალობენ გარეგანი მალამოებით და, უფრო მძიმე შემთხვევებში, დასალევი მედიკამენტებითაც. ქავილის შეგრძნება, როგორც წესი, ძლიერდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში. მუნის საწინააღმდეგო პრეპარატები არ ანადგურებენ პარაზიტის კვერცხებს, ამიტომ მკურნალობის კურსი მეორდება. გართულებულ შემთხვევბში საჭიროა ანტიმიკრობული პრეპარატების მიღებაც ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული გაფრთხილება - მკურნალობისთვის არ გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო სპრეი, დამაფრთხობლები ან არალიცენზირებული პრეპარატები.
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
ხელის ჰიგიენა
ხელის ჰიგიენა - ეს არის ხელების გაწმენდის აქტი ჭუჭყის და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად. იგი აღიარებულია ინფექციების...
გაეცანი

