მძიმე დიარეა (C. diff ინფექცია)

ძირითადი მომენტები

C. diff  არის ტოქსინის გამომყოფი ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს როგორც მსუბუქი დიარეა, ისე ადამიანის მსხვილი ნაწლავის ან მისი ნაწილის გადიდება (ტოქსიკური მეგაკოლინი), ანთება (კოლიტი) და სიკვდილიც კი.

განვითარებულ ქვეყნებში C. diff არის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) დიარეის ყველაზე გავრცელებულ მიზეზი. იგი ხშირად ვითარდება ადამიანებში, რომლებიც იღებენ ან ახლახან იღებდნენ ანტიბიოტიკებს.

C. diff განავალთან ერთად ხვდება გარემოში და ვრცელდება საკვებზე, სხვადასხვა საგნებზე მაშინ, როდესაც ინფიცირებული ადამიანი არ იბანს ხელებს. ასევე, C. diff-ს შეუძლია ადამიანის კანზე ცხოვრება. საპნითა და წყლით ხელების დაბანა ამცირებს C. diff-ის გავრცელებას კანზე.

C. diff ინფექციის სიმპტომები

diff ინფექციის გავრცელებული სიმპტომებია:

  • დიარეა
  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
  • მადის დაკარგვა
  • გულისრევა
  • მუცლის ტკივილი

მიკრობიომი და C. diff

მიკრობიომი არის კარგი და ცუდი მიკრობების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს სხეულში ან მასზე - მათ შორის კუჭსა და ნაწლავებში, პირის ღრუსა და კანზე. ამ მიკრობებიდან ზოგიერთს შეუძლია დაავადების გამოწვევა, მაგრამ სხვები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჯანსაღი მიკრობიომი დაგეხმარებათ ინფექციისგან დაცვაში, მაგრამ ანტიბიოტიკები არღვევს თქვენს მიკრობიომს. ანტიბიოტიკებს, რომლებიც ებრძვიან ბაქტერიულ ინფექციებს მავნე მიკრობების განადგურებით, ასევე შეუძლიათ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მცხოვრები სასარგებლო მიკრობების განადგურება, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავენ. ანტიბიოტიკების ეფექტი შეიძლება რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს. თუ ამ პერიოდში C. diff-ის მიკრობებთან შეხებაში გექნებათ, შეიძლება დაავადდეთ. სტატისტიკურად დაახლოებით 9 ადამიანიდან 1, ვისაც C. diff ინფექცია ქონდა, მომდევნო 2-8 კვირაში ისევ ინფიცირდება.

ვინ არის დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში?

diff ინფექციის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ:

  • ხართ 65 წლის ან მეტი ასაკის;
  • იღებთ ან ახლახან იღებდით ანტიბიოტიკებს;
  • ხანგრძლივად იმყოფებით საავადმყოფოში ან ხანშიშესულთა სახლში;
  • გაქვთ იმუნური სისტემის დაქვეითება (მაგალითად, დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა ან ქიმიოთერაპია);
  • იღებთ კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებს;
  • წარსულში უკვე გქონდათ C. diff ინფექცია.

შესაძლოა თქვენ მაინც დაგემართოთ C. diff ინფექცია, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ ამ რისკ-ფაქტორებიდან არცერთი. C. diff ინფექცია უფრო ხშირია პაციენტებს შორის ჯანდაცვის დაწესებულებებში, როგორიცაა საავადმყოფოები და ხანშიშესულთა სახლები. ეს იმიტომ ხდება, რომ C. diff-ის მატარებელი ბევრი ადამიანი რჩება ან მკურნალობს ამ დაწესებულებებში.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუ:

  • გაქვთ დიარეა და იღებთ ან ახლახან იღებდით ანტიბიოტიკებს
  • გაქვთ სისხლიანი დიარეა ან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
  • დიარეა გრძელდება 7 დღეზე მეტხანს.

C. diff ინფექციის მკურნალობა

თუ ექიმს აქვს ეჭვი C. diff ინფექციაზე, შესაძლოა დაგინიშნოთ განავლის კვლევა. ინფექციის მკურნალობა ზოგჯერ შესაძლებელია სახლში, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, რადგან C. diff ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის სეფსისი.

მკურნალობა მოიცავს: უკვე დანიშნული ანტიბიოტიკების შეწყვეტას (შესაძლებლობის შემთხვევაში), 10-დღიანი კურსით სპეციფიური ანტიბიოტიკის დანიშვნას, რომელიც მოქმედებს C. diff-ზე, ასევე, მოგცემენ რეკომენდაციებს გაუწყლოვანების (დეჰიდრატაციის) პრევენციისთვის, მათ შორის სითხის უხვად მიღებას.

სიმპტომები, როგორც წესი, უმჯობესდება სპეციფიური ანტიბიოტიკის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თუმცა ინფექციის სრულად გაქრობას შეიძლება დასჭირდეს 1–2 კვირა. თუმცა, დაახლოებით 9 ადამიანიდან 1, ვისაც C. diff  ინფექცია აქვს, მომდევნო 2-8 კვირაში ისევ დაინფიცირდება.

დაუკავშირდით ექიმს, თუ: სიმპტომები გაუარესდა, მკურნალობის დაწყების შემდეგ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, სიმპტომები განმეორდა მკურნალობის დასრულების შემდეგ.

გააგრძელოთ C. diff-ისთვის დანიშნული ანტიბიოტიკის მიღება საჭირო დროის განმავლობაში, თუნდაც თავი უკეთ იგრძნოთ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების დაბრუნება.

 

როგორ შევაჩეროთ C. diff ინფექცია ბინაზე მკურნალობისას??

თუ გაქვთ C. diff ინფექცია ან ზრუნავთ C. diff ინფექციით დაავადებულ ადამიანზე, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ყოველ ჯერზე, როცა ტუალეტში შეხვალთ და ჭამის წინ. შეახსენეთ ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ, რომ იგივე გააკეთონ. დარჩით სახლში დიარეის შეწყვეტიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.

შეეცადეთ გამოიყენოთ ცალკე ტუალეტი, თუ გაქვთ C. diff ინფექციით გამოწვეული დიარეა. თუ ამას ვერ ახერხებთ, დარწმუნდით, რომ აბაზანაში ხშირად შეხებადი ზედაპირები გაიწმინდება, სანამ სხვები გამოიყენებენ მას.

მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ კანი საპნით, რათა მოაშოროთ C. diff-ის ნებისმიერი მიკრობი, რომელიც შეიძლება გქონდეთ თქვენს სხეულზე. არ გააზიაროთ პირსახოცები.

რეგულარულად დაასუფთავეთ ზედაპირები, რომლებსაც ხელებით ეხებით, მათ შორის: კარის სახელურები, ელექტრონიკა, მაცივრის სახელურები, ტუალეტის ჩასარეცხი, ჩამრთველები, ღილაკები.

გარეცხეთ დაავადებულის სარეცხი მაღალ ტემპერატურაზე დეტერგენტის და ქლორის გამოყენებით, გამოიყენეთ ხელთათმანები და ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, თუნდაც ხელთათმანები გეკეთათ.

როგორ შევაჩეროთ C. diff ინფექცია ჯანდაცვის დაწესებულებაში?

დარწმუნდით, რომ ყველა ჯანდაცვის სპეციალისტი იტარებს ხელის ჰიგიენას თქვენს მოვლამდე და მის შემდეგ. სთხოვეთ მათ, რომ დაიბანონ ხელები, თუ ამას არ აკეთებენ.

თქვენზე და C. diff ინფექციით დაავადებულ სხვა პაციენტებზე ზრუნვისას ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ გარკვეული სიფრთხილის ზომები, როგორიცაა ხალათის და ხელთათმანების ტარება. ეს ხელს შეუშლის C. diff-ის გავრცელებას საკუთარ თავსა და სხვა პაციენტებზე.

დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ყოველ ჯერზე, როცა ტუალეტში შეხვალთ და ჭამის წინ. შეახსენეთ ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ, იგივე გააკეთონ.

საავადმყოფოები ზედაპირებზე C. diff-ის გასანადგურებლად სპეციალურ საწმენდ საშუალებებს იყენებენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროდუქტები სახლში. აუცილებლად დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქციები. ეს ინსტრუქციები ხშირად მოიცავს ჯერ გაწმენდას დეტერგენტით, შემდეგ კი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას.

რესურსები:

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი გადმოწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი