ძუძუთი კვების შესახებ - ლაქტაცია
ორსულად ხარ ან ემზადები დედობისთვის? მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა
ძუძუთი კვება ჩვილების უმეტესობისთვის საკვების მიღების საუკეთესო წყაროა
ძუძუთი კვებას შეუძლია შეამციროს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი როგორც ჩვილებისთვის, ასევე დედისთვის
დაახლოებით 4-დან 1 ჩვილი 6 თვის ასაკამდე მხოლოდ ძუძუთი იკვებება რეკომენდებული დოზით
მიმოხილვა
ბავშვები, რომლებიც არიან ბუნებრივ კვებაზე, აქვთ ნაკლები ალბათობა იმის, რომ განუვითარდეთ:
- ასთმა.
- სასუნთქი გზების მძიმე დაავადება
- სიმსუქნე
- დიაბეტი ტიპი 1
- ყურის ინფექციები
- ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი
- ნაწლავური ინფექცია, რომელის დროსაც ვითარდება დიარეა და ღებინება
- ნეკროზული ენტეროკოლიტი
დედებს ლაქტაციის დროს აქვთ ნაკლები რისკი, რომ განუვითარდეთ:
- მაღალი არტერიული წნევა
- დიაბეტი ტიპი 2
- საკვერცხის კიბო
- ძუძუს კიბო
ძუძუთი კვების 5 დიდი სარგებელი
კვება
მისი ექსკლუზიურობა. ძუძუთი კვება ჩვილის კვების საუკეთესო წყაროა. ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება დედის რძის შემადგენლობა, ხოლო რაოდენობა რეგულირდება - ხდება ბავშვის მოთხოვნის შესაბამისი, რათა დააკმაყოფილოს ბავშვის კვებითი საჭიროებები.
დაცვა
ძუძუთი კვება ხელს უწყობს ჩვილების დაცვას ზოგიერთი დაავადებისგან. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს აქვთ ასთმის, სიმსუქნის, 1 ტიპის დიაბეტის და ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) დაბალი რისკი. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს ასევე ნაკლებად აქვთ ყურის ინფექციები და კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
ანტისხეულები
დედა ძუძუთი კვებისას დედა მის პატარას აწვდის ანტისხეულებს რძის საშუალებით. ეს ანტისხეულები ეხმარება ჩვილებს ძლიერი იმუნური სისტემის განვითარებაში და იცავს მათ დაავადებებისგან.
მოხერხებულობა
დედებს შეუძლიათ ძუძუთი კვება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას - კვება გზაში, ფორმულის შერევის ან ბოთლების მომზადების გარეშე. მოგზაურობისას ძუძუთი კვება ასევე შეიძლება იყოს კომფორტის წყარო იმ ჩვილებისთვის, რომელთა ნორმალური რუტინა ირღვევა.
დედის ჯანმრთელობა
ძუძუთი კვებას დედის ჯანმრთელობისთვისაც აქვს სარგებელი! ის ამცირებს ძუძუს და საკვერცხეების კიბოს, მე-2 ტიპის დიაბეტის და მაღალი არტერიული წნევის რისკს.
რეკომენდებულია ექსკლუზიურად ძუძუთი კვება დაახლოებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ამერიკელებისთვის განკუთვნილი დიეტური სახელმძღვანელო პრინციპები გვირჩევს ძუძუთი კვების გაგრძელებას შესაბამის დამატებით საკვებთან ერთად, სანამ ბავშვები 12 თვის ან უფროსი ასაკის არ გახდებიან.
ამერიკის პედიატრთა აკადემია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე გვირჩევენ ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, ძუძუთი კვების გაგრძელებას შესაბამისი დამატებითი საკვების შეთავაზებით 2 წლამდე ან უფრო მეტი ასაკის განმავლობაში.
რა არის რელაქტაცია?
რელაქტაცია არის ლაქტაციის აღდგენა გარკვეული პერიოდის, კვირების ან თვეების განმავლობაში შეწყეტილი რძის წარმოქმნის შეჩერების შემდეგ. რელაქტაცია შესაძლებელია მოხდეს მაშინაც, როცა დედა წარსულში კვებავდა ბიოლოგიურ შვილს და ახლა აყვანილი ან სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვის რძით გამოკვება სურს.
რა არის რელაქტაციის მიზეზები?
- ძუძუთი კვება ვერ შედგა წარმატებულად სამშობიაროში მშობიარობის შემდეგ
- დედისა და ბავშვის განცალკევება სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად ავადმყოფობა ან მედიკამენტების გამო.
- დედა, რომელმაც თავად არ გააჩინა ბავშვი (აიყვანა ან სუროგატის მიერ არის დაბადებული), თუმცა წარსულში ძუძუთი კვებავდა ბავშვს.
- ბავშვი, რომელიც არ იღებს ხელოვნურ საკვებს (ფორმულას)
- დედას, რომელსაც სურს გამოკვებოს ბავშვი უსაფრთხო გზით, სტიქიური უბედურების დროს
როგორ ვითარდება რელაქტაცია?
ლაქტაცია არის მიწოდება-მოთხოვნის პროცესი, რომელიც მოითხოვს ძუძუს წოვის სტიმულაციას და რძის გამოყოფას.
ძუძუს წოვის სტიმულაცია: მოითხოვს ძუძუს წოვის ხშირ სტიმულაციას რძის გამოტუმბვით, ხელით გამოწველვით ან ჩვილის ძუძუთი კვებით - ან ამ მოქმედებების კომბინაციით. ამ ქმედებებმა შეიძლება აღადგინოს რძის წარმოქმნა და გამოყოფა.
რძის გამოყოფა: რძის წარმოქმნის დაწყებიდან მისი ხშირი და სრული გამოყოფა ხელს უწყობს რძის მარაგის განვითარებას.
ძუძუთი კვების დროს დედის რძის მიმღები ჩვილები მონიტორინგის ქვეშ უნდა იყვნენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ბავშვი საკმარის კალორიებს იღებს წონის ნორმალური მატებისთვის. ჩვილის ფორმულით კვება უნდა გაგრძელდეს საჭიროებისამებრ.
რეალური მოლოდინები
მნიშვნელოვანია, დედებს დავეხმაროთ რელაქტაციის რეალური მოლოდინების შექმნაში, მათი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. რელაქტაციას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ბევრ დედას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად გამოყოს რძე სწორი მხარდაჭერით. წარმატება ნაწილობრივ დამოკიდებულია მშობლების მოტივაციასა და მოთმინებაზე, ასევე ლაქტაციის მხარდამჭერი კვალიფიციური კადრის დახმარებაზე. რძის გამომუშავება შეიძლება დაიწყოს ძუძუს თავების სტიმულაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, მაგრამ ზოგჯერ ამას შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს.
ჩვილის კვებისას გამოყენებული საგნების გაწმენდა
როგორ გავწმინდოთ მკერდის ტუმბო და კვებისას გამოყენებული სხვა საგნები ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
- მიკრობები შეიძლება სწრაფად გამრავლდეს დედის რძეში ან ტუმბოზე დარჩენილ დედის რძეში.
- მიიღეთ ზომები, რათა მკერდის ტუმბო სუფთა იყოს და დაიცვათ თქვენი ბავშვი მიკრობებისგან.
გადასადგმელი ნაბიჯები
ყოველი გამოყენების წინ
- დაიბანეთ ხელები. კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში.
- აწყობა. ააწყვეთ გასუფთავებული ტუმბოს კომპლექტი. შეამოწმეთ, ხომ არ დაბინძურებულა ტუმბოს კომპლექტი ან მილი შენახვის დროს. თუ მილი დაობებულია, დაუყოვნებლივ გადააგდეთ და შეცვალეთ.
- ტუმბოს გაწმენდა. ტუმბოს ზედაპირი, დენის ჩამრთველი და სამუშაო მაგიდა გაწმინდეთ სადეზინფექციო ხელსახოცით .
ყოველი გამოყენების შემდეგ
- რძე უსაფრთხოდ შეინახეთ . დაახურეთ თავსახური რძის შესაგროვებელ ბოთლს ან დალუქეთ რძის შესაგროვებელი პარკი, მიამაგრეთ თარიღი, დრო და დაუყოვნებლივ მოათავსეთ მაცივარში, საყინულეში ან გამაგრილებელ პარკში ყინულის პაკეტებით.
- გაწმინდეთ ტუმბოს ადგილი. განსაკუთრებით თუ საერთო ტუმბოს იყენებთ, გაწმინდეთ ციფერბლატები, დენის ჩამრთველი და სამუშაო ზედაპირი სადეზინფექციო ხელსახოცებით.
- დაშალეთ და შეამოწმეთ ტუმბოს კომპლექტი. დაშალეთ მკერდის ტუმბოს მილი და გამოაცალკევეთ ყველა ის ნაწილი, რომელიც შეხებაშია რძესთან (მაგალითად, სარქველები, მემბრანები, შემაერთებლები და რძის შემგროვებელი ბოთლები).
- გაავლეთ წყალში ტუმბოს ნაკრები. გაავლეთ მკერდის ტუმბოს ნაწილები, რომლებიც შეხებაშია დედის რძესთან დარჩენილი რძის მოსაშორებლად.
- გაწმინდეთ ტუმბოს კომპლექტი. გამოწველის შემდეგ რაც შეიძლება მალე გაწმინდეთ ტუმბოს ის ნაწილები, რომლებიც კონტაქტში იყო დედის რძესთან.
- გაწმინდეთ ნიჟარა და ბოთლის ჯაგრისი. თუ ტუმბოს ნაწილების გაწმენდისას ნიჟარას ან ბოთლის ჯაგრისს იყენებთ, კარგად გარეცხეთ ისინი და ყოველი გამოყენების შემდეგ გააშრეთ ჰაერზე. განიხილეთ მათი რამდენიმე დღეში ერთხელ გარეცხვა, ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ცხელი წყლით და საშრობი ციკლით, თუ ისინი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვადია, ან ხელით საპნითა და თბილი წყლით.
დამატებითი დაცვისთვის ჩაატარეთ დეზინფექცია
მიკრობების მოსაშორებლად, ტუმბოს ნაწილები დღეში ერთხელ მაინც გაწმინდეთ. დეზინფექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ბავშვი 2 თვეზე ნაკლები ასაკისაა, ნაადრევად დაიბადა ან ავადმყოფობის ან სამედიცინო მკურნალობის გამო დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს. ტუმბოს ნაწილების ყოველდღიური დეზინფექცია შესაძლოა არ იყოს საჭირო უფროსი ასაკის, ჯანმრთელი ჩვილებისთვის, თუ ნაწილები ყოველი გამოყენების შემდეგ დეტალურად გაიწმინდება.
ყველა ნივთს (მათ შორის ბოთლის ჯაგრისი და ნიჟარა) გაუკეთეთ დეზინფექცია შემდეგი თანმიმდევრობით:
- ჯერ გაწმინდეთ. ტუმბოს ნაწილები, ბოთლები, ჯაგრისები და ნიჟარა, გაწმენდის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
- დეზინფექცია. დეზინფექცია ჩაუტარეთ ტუმბოს კომპლექტს, ბოთლის ჯაგრისებს და ნიჟარებს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის გამოყენებით. შეამოწმეთ მწარმოებლის ინსტრუქცია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ნივთების ორთქლზე მოთავსება ან გამოხარშვა.
- ორთქლი: გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელი ან ორთქლის სისტემა მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.
- ადუღება: ქვაბში ადუღების მიზნით მოათავსეთ დაშლილი, ნივთები და დაასხით წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ნივთები სუფთა მაშებით ამოიღეთ.
- კარგად გააშრეთ ჰაერზე. დეზინფიცირებული ტუმბოს ნაწილები, კონტეინერი და ბოთლის ჯაგრისი მოათავსეთ სუფთა, გამოუყენებელ ჭურჭლის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე, ჭუჭყისა და მტვრისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ ჭურჭლის ტილო ნივთების გასაწმენდათ ან გასაშრობად, რადგან ამან შეიძლება მიკრობები გადაიტანოს ნივთებზე.
რჩევა
თუ ჩვილის საკვების გასაწმენდად იყენებთ ცხელი წყლით მომუშავე და საშრობი ციკლით (ან სადეზინფექციო რეჟიმით) აღჭურვილ ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ცალკე დეზინფექციის ეტაპი საჭირო არ არის.
უსაფრთხოდ შეინახეთ
შენახვამდე კარგად გააშრეთ სუფთა ტუმბოს ნაწილები, ბოთლების ჯაგრისები და კონტეინერი ჰაერზე, რათა თავიდან აიცილოთ მიკრობებისა და ობის გამრავლება. სრულად გაშრობის შემდეგ, ნივთები უნდა შეინახოთ სუფთა, დაცულ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაბინძურება შენახვის დროს.
- დაიბანეთ ხელები. კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
- ხელახლა აწყობა. ტუმბოს სუფთა, მშრალი ნაწილები ააწყვეთ.
- შეინახეთ უსაფრთხოდ. ხელახლა აწყობილი ტუმბოს კომპლექტი მოათავსეთ სუფთა, დაცულ ადგილას, მაგალითად, გამოუყენებელ, ჰერმეტულ საკვების შესანახ პარკში. კონტეინერები და ბოთლის ჯაგრისები სუფთა ადგილას შეინახეთ.
მკერდის ტუმბოს მილის დამუშავება
- სწორად გამოყენების შემთხვევაში, მკერდის ტუმბოს მილი არ ეხება გამოტუმბულ რძეს და არ საჭიროებს რუტინულ გაწმენდას.
- ხელთ გქონდეთ მილების სათადარიგო ნაკრები, იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენს მიერ გამოყენებული ნაკრები დაბინძურდება ან დაზიანდება.
- თუ ამოტუმბვის ბოლოს მილებში წყლის წვეთებია, გამოაერთეთ მილი ტუმბოს კომპლექტიდან, მაგრამ დატოვეთ ის ტუმბოზე მიმაგრებული. გააჩერეთ ტუმბო კიდევ რამდენიმე წუთი, სანამ მილი არ გაშრება.
- თუ მილებში რძე ან ობია, დაუყოვნებლივ გადააგდეთ, რადგან მისი სათანადოდ გაწმენდა რთულია. შეცვალეთ იგი ახალი მილებით და შეამოწმეთ, წარმოიშვა თუ არა პრობლემა, რადგან
- საჭიროა სარქველების ან მემბრანების შეცვლა.
- მილი არასწორად იყო მიმაგრებული ტუმბოზე.
- თუ მილის გარე ნაწილი დაბინძურებულია, გაწმინდეთ სველი ქსოვილით ან სადეზინფექციო ხელსახოცით.

იხილეთ დამატებითი რესურსები
https://iris.who.int/items/b84b55e5-e80b-4584-9ab7-231d12d3ea13
https://www.cdc.gov/breastfeeding/php/resources/surgeon-generals-call-to-action.html
https://www.cdc.gov/breastfeeding/php/guidelines-recommendations/index.html
https://publications.aap.org/pediatrics/article/150/1/e2022057988/188347/Policy-Statement-Breastfeeding-and-the-Use-of?searchresult=1?autologincheck=redirected
Potential activities for state and local organizations
The Surgeon General's Call to Action to Support Breastfeeding
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი