გესტაციური დიაბეტი
ორსულად ხარ ან ემზადები დედობისთვის? მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა
გესტაციური დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ქალებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დიაბეტი.
ის, როგორც წესი, ორსულობის 24-ე კვირაზე ვითარდება.
გესტაციურმა დიაბეტმა შესაძლოა სიმპტომები არ გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ტესტირება 24-დან 28 კვირამდე პერიოდში.
მიმოხილვა
გესტაციური დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ქალებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დიაბეტი. ყოველწლიურად, აშშ-ში ორსულების 5%-დან 9%- ში ვლინდება გესტაციური დიაბეტი. გესტაციური დიაბეტის მართვა დაგეხმარებათ ჯანსაღი ორსულობისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში.
სიმპტომები
გესტაციურ დიაბეტს ხშირად არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს. თუ სიმპტომები გაქვთ, ისინი შეიძლება მსუბუქი იყოს, მაგალითად, ჩვეულებრივზე მეტი წყურვილი ან უფრო ხშირი შარდვა. გესტაციური დიაბეტის დადასტურებისთვის დაგჭირდებათ ტესტირების ჩატარება.
რა არის გესტაციური დიაბეტი ?
გესტაციური დიაბეტი, მდგომარეობაა, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება. გესტაციური დიაბეტის განვითარებისთვის არ არის საჭირო გქონდეთ დიაბეტის დიაგნოზი. ის შესაძლოა არ იწვევდეს არანაირ სიმპტომს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგი გესტაციის 24-28 კვირაზე.
რისკ - ფაქტორები
გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ, თუ:
- წინა ორსულობის დროს გამოვლინდა გესტაციური დიაბეტი.
- თუ 4კგ-ზე მეტი წონის ბავშვი გააჩინეთ წინა ორსულობებიდან
- ოჯახური წინასწარგანწყობა
- გაქვთ ჰორმონალური დარღვევა, რომელსაც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) ეწოდება.
გესტაციური დიაბეტის განვითარების მიზეზები
გესტაციური დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორსულობის დროს თქვენი ორგანიზმი საკმარის ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც თქვენი პანკრეასი გამოიმუშავებს. ის სისხლის საშუალებით აწვდის შაქარს თქვენს უჯრედებს, რათა მისი გამოყენება მოხდეს ენერგიის სახით.
ორსულობის დროს თქვენი სხეული გამოიმუშავებს მეტ ჰორმონს და ვითარდება ისეთი ცვლილებები, როგორიცაა წონის მატება. ეს ცვლილებები იწვევს თქვენი სხეულის უჯრედების მიერ ინსულინის ნაკლებ გამოყენებას, რასაც ინსულინრეზისტენტობა ეწოდება. ინსულინრეზისტენტობა კი ზრდის თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებას ინსულინზე.
ორსულობის გვიან პერიოდში ყველა ორსულ ქალს აღენიშნება ინსულინრეზისტენტობის გარკვეული ფორმა. თუმცა, ზოგიერთ ქალს ინსულინრეზისტენტობა დაორსულებამდეც კი აღენიშნება. ორსულობას ინსულინზე მომატებული მოთხოვნილება ახლავს და უფრო მეტად ახასიათებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი.
პრევენცია
გესტაციური დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია დაორსულებამდე ცხოვრების წესის შეცვლით. ეს მოიცავს წონის დაკლებას ჭარბი წონის შემთხევაში, ჯანსაღი კვების რაციონს და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. ბავშვის ჯანმრთელობისთვის წონაში მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა.
მიმართეთ ექიმს იმის გასაგებად, თუ რამდენი კილოგრამის მომატებაა უსაფრთხო ჯანსაღი ორსულობისთვის.
ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია
გესტაციური დიაბეტით დაავადებული ქალების დაახლოებით ნახევარს შემდგომში მე-2 ტიპის დიაბეტი უვითარდებათ. მიმართეთ ექიმს რისკის შესამცირებლად. ჰკითხეთ, რამდენად ხშირად უნდა გაიზომოთ სისხლში შაქარი, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი მაჩვენებლები გაქვთ.
ორსულთა სკრინინგი
მნიშვნელოვანია გესტაციური დიაბეტის ტესტირება, რათა დაიწყოთ მკურნალობა თქვენი ბავშვის და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად. 
გესტაციური დიაბეტი, როგორც წესი, ორსულობის დაახლოებით 24-ე კვირას ვითარდება. სავარაუდოდ, ტესტირება 24-დან 28 კვირამდე პერიოდში ჩაგიტარდებათ.
თუ გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ, ექიმმა შეიძლება უფრო ადრე გამოგიკვლიოთ. თუ ორსულობის ადრეულ ეტაპზე სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია, შესაძლოა, გქონდეთ 1 ან 2 ტიპის დიაბეტი და არა გესტაციური დიაბეტი.
მკურნალობა
გესტაციური დიაბეტის სამართავად ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. გაიარეთ ყველა პრენატალური ვიზიტი და მიჰყევით თქვენი მკურნალობის გეგმას:
- სისხლში შაქრის დონის შემოწმება
- აქტიური ცხოვრება ამცირებს სისხლში შაქარს და ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას
- ჯანსაღი საკვების მიღება საჭირო რაოდენობით და საჭირო დროს.
თუ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი სისხლში შაქრის დონის სამართავად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სამკურნალო მედიკამენტები.
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი