კანის ინფექციების პრევენცია და მკურნალობა
კანზე გაქვს შესიება, შეწითლება და შეხებისას მტკივნეულია?
შესაძლოა, ეს კანის ინფექცია იყოს
კანის ინფექციის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი განსაზღვრავს, გჭირდებათ თუ არა ანტიბიოტიკი
რა არის კანის ინფექცია?
კანის ინფექციები ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები აინფიცირებენ კანს და ზოგჯერ მის ქვეშ არსებულ ღრმა ქსოვილებს.
- ცელულიტი: კანის ინფექციის გავრცელებული ტიპი, რომელიც იწვევს სიწითლეს, შეშუპებას და ტკივილს ინფიცირებულ ზონაში.
- კანის აბსცესი: კანქვეშ ჩირქის დაგროვება.
გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
ადამიანის კანზე სხვადასხვა ტიპის ბაქტერია ბინადრობს. ცელულიტი ან აბსცესი შეიძლება განვითარდეს, თუ ჭრილობა ან კანის მთლიანობის დარღვევა ბაქტერიას ორგანიზმში შეღწევის საშუალებას მისცემს.
რისკ-ფაქტორები:
- კანის დაზიანება
- კანის დაავადებები (მაგ. „ათლეტის ტერფი“ ან ეგზემა)
- კიდურების ქრონიკული შეშუპება
- სიმსუქნე
- დიაბეტი
სიმპტომები
ცელულიტის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს მოულოდნელად ან გაძლიერდეს თანდათანობით:
- კანის სიწითლე
- ტკივილი
- კანი შეხებისას მგრძნობიარე ან ცხელია
- დაზიანებული ადგილის შეშუპება
აბსცესი იწვევს მსგავს სიმპტომებს, თუმცა ამ დროს კანქვეშ გროვდება ჩირქი, რომელმაც შეიძლება გარეთაც გამოჟონოს.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ სამედიცინო პერსონალს, თუ გაქვთ ცელულიტის ან აბსცესის სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მკურნალობას სწრაფად ექვემდებარება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება გავრცელდეს ლიმფურ კვანძებსა და სისხლში, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
მნიშვნელოვანია: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ 3 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილს აქვს 38°C ან მეტი სიცხე.
მკურნალობა
ექიმი დასვამს დიაგნოზს ფიზიკური გამოკვლევისა და სიმპტომების გამოკითხვის საფუძველზე.
ცელულიტის სამკურნალოდ საჭიროა ანტიბიოტიკები.
აბსცესის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩირქის დრენირება (გამოტანა). ანტიბიოტიკები შესაძლოა დრენირების შემდეგაც დაინიშნოს. მძიმე ინფექციების მკურნალობა ზოგჯერ საავადმყოფოში ხდება.
გვერდითი მოვლენები: ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები — მსუბუქი გამონაყარიდან სერიოზულ პრობლემებამდე (მაგ. ანტიბიოტიკო რეზისტენტული ინფექციები ან C. diff ბაქტერიით გამოწვეული დიარეა). რაიმე გვერდითი მოვლენის გაჩენისას მიმართეთ ექიმს.
როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთესად ?
თუ დაგინიშნეს ანტიბიოტიკები:
- მიიღეთ ისინი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.
- არ გაუზიაროთ თქვენი ანტიბიოტიკები სხვებს და არ შეინახოთ ისინი მომავლისთვის.
- შეინარჩუნეთ ინფიცირებული ადგილი სუფთად.
- თუ ინფექცია ფეხზეა, მისი მაღლა აწევა დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში.
პრევენცია
რესურსები
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cdc.gov/antibiotic-use
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
