ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია
ძირითადი მომენტები
ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია - ეს არის ინფექცია, რომელიც თავს იჩენს ოპერაციის შემდგომ სხეულის იმ ნაწილში, სადაც ის ჩატარდა. ქიჩმი უკავშირდება სამედიცინო ჩარევას და ვითარდება საავადმყოფოში ყოფნისას ან გაწერიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ - მაგალითად, ოპერაციიდან 30, 90 დღის ან იმპლანტის ჩადგმიდან 1 წლის განმავლობაშიც კი.
ეს ინფექცია უვითარდება 10-დან 1 ნაოპერაციებ პაციენტს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში. ყოველწლიურად ქიჩმი იწვევს მილიონობით ადამიანის სიკვდილს მძიმე გართულებების გამო და ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის განვითარებას.
ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის რისკ-ფაქტორები
ეს ინფექცია გამოწვეულია მიკრობებით, რომლებიც აღწევენ ქირურგიულ ჭრილობაში. ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ენტეროკოკები, ნაწლავის ჩხირი, ფსევდომონა და ა.შ.
მიკრობებს შეუძლიათ ჭრილობის დაინფიცირება სხვადასხვა გზით - მაგალითად, კოლონიზებულ პერსონალთან ან ქირურგიულ ინსტრუმენტებთან კონტაქტისას, გარემოში არსებულ მიკრობებთან შეხებისას, რომლებიც კანზე ხვდებიან და შემდეგ აღწევენ ჭრილობაში, ან ნაოპერაციები პაციენტის ქსოვილებში უკვე არსებული მიკრობები აინფიცირებენ ჭრილობას.
ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის განვითარების რისკი დაკავშირებულია ქირურგიული ჭრილობის ტიპთან
- სუფთა ჭრილობა - არ არის დაბინძურებული ან ანთებითი ოპერაციის მომენტში, არ აქვს კავშირში ორგანოებთან;
- პირობით სუფთა ჭრილობა - არ არის ანთებითი ოპერაციის მომენტში, მაგრამ დაკავშირებულია ორგანოებთან;
- დაბინძურებული ჭრილობა - დაკავშირებულია ორგანოებთან, ოპერაციისას ორგანოს შიგთავსი შეიძლება მოხვდეს ჭრილობაში;
- ინფიცირებული ჭრილობა - ოპერაციის მომენტში სახეზეა ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექცია.
სხვა რისკ-ფაქტორები
- 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის ოპერაცია;
- ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობა;
- ხანდაზმული ასაკი;
- ჭარბი წონა;
- მწეველობა;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- დასუსტებული იმუნიტეტი;
- დიაბეტი;
- სასწრაფო ოპერაცია;
- ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე.
ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია ვითარდება
- კანში;
- კანქვეშა ქსოვილებში;
- ორგანოებში;
- იმპლანტაციის ადგილას.
ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის რამდენიმე გავრცელებული სიმპტომი
- ნაოპერაციები ადგილის შეწითლება და მტკივნეულობა;
- მღვრიე გამონადენი ქირურგიული ჭრილობიდან;
- ტემპერატურის მომატება.
შესაძლებელია თუ არა ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის მკურნალობა?
დიახ შესაძლებელია - ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციების უმეტესობა ინკურნება ანტიბიოტიკებით. ანტიბიოტიკის შერჩევისას ითვალისწინებენ იმ მიკროორგანიზმებს, რომლებმაც გამოიწვიეს ინფექცია. ზოგჯერ, ინფექციის სამკურნალოდ საჭირო ხდება განმეორებითი ოპერაცია.
ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის პროფილაქტიკისთვის ოპერაციამდე
- დაანებეთ თავი მოწევას. მწეველებში ქიჩმი ვითარდება უფრო ხშირად;
- არ გაიპარსოთ თვითნებურად ადგილი, სადაც უნდა გაკეთდეს ქირურგიული კვეთა. გაპარსვამ შესაძლოა გააღიზიანოს კანი და ამით ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას;
- აცნობეთ თქვენს ექიმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ, მაგალითად, ალერგიის, დიაბეტის, ჭარბი წონის, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ოპერაციის შედეგებზე.
- იკითხეთ, დაგინიშნავენ თუ არა ანტიბიოტიკებს ოპერაციამდე.
https://skillio.ge/wp-content/uploads/2026/03/პრეოპერაციული-პროფილაქტიკა.pdf
ოპერაციის შემდეგ
- თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები არ უნდა შეეხონ ქირურგიული ჩარევის მიდამოს და სახვევებს ხელის ჰიგიენის გარეშე. დაიბანეთ ხელები ჭრილობასთან შეხებამდე და მის შემდეგ;
- თუ თქვენ შენიშნავთ ინფექციის ნიშნებს ქირურგიული ჩარევის მიდამოში ან ცხელებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რას აკეთებს სამედიცინო პერსონალი ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის პროფილაქტიკისთვის?
- სამედიცინო პერსონალი იტარებს ხელის ჰიგიენას ოპერაციის, გასინჯვის, პროცედურების წინ;
- ქირურგიული ჩარევის არეში, უშუალოდ ოპერაციის წინ, აცილებენ თმოვან საფარველს მხოლოდ ელექტრო საპარსით;
- ზოგიერთი ოპერაციის წინ 60 წუთით ადრე ტარდება პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც გრძელდება ოპერაციიდან 24 საათის განმავლობაში;
- ოპერაციის დაწყებამდე, კანზე არსებული მიკრობების შესამცირებლად, ქირურგიული ჩარევის არე მუშავდება ანტისეპტიკით;
პაციენტებში მიკრობების გავრცელების პროფილაქტიკისთვის, სამედიცინო პერსონალი ზედმიწევნით უნდა იცავდეს ქიჩმის პრევენციის წესებს და რეკომენდაციებს.

https://skillio.ge/wp-content/uploads/2026/03/ინტრაოპერაციული-პროფილაქტიკა-1.pdf
სწრაფი ნავიგაცია
- ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის რისკ-ფაქტორები
- ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის განვითარების რისკი დაკავშირებულია ქირურგიული ჭრილობის ტიპთან
- სხვა რისკ-ფაქტორები
- ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია ვითარდება
- ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის რამდენიმე გავრცელებული სიმპტომი
- შესაძლებელია თუ არა ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის მკურნალობა?
- ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის პროფილაქტიკისთვის ოპერაციამდე
- ოპერაციის შემდეგ
- რას აკეთებს სამედიცინო პერსონალი ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციის პროფილაქტიკისთვის?
- რესურსები
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი

