ორსულთა ვაქცინაცია

ორსულად ხარ ან ემზადები დედობისთვის? მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია ორსული ქალების რუტინული, მოგზაურობის დროს გამოსაყენებელი და სხვა კონკრეტულ სიტუაციაში გამოსაყენებელი ვაქცინებით ვაქცინაციის ზოგადი რეკომენდაციები

იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტის (ACIP) მიერ თითოეული ვაქცინის შესახებ დეტალური რეკომენდაციების სანახავად შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ლიტერატურა

CDC-ის მიერ მოწოდებული ძირითადი რეკომენდაციები ორსულთა ვაქცინაციისთვის

ვაქცინა

რეკომენდებულია ორსულებში

Covid-19

არ არის მიზანშეწონილი

A ჰეპატიტი

იმ შემთხვევაშია გამოყენება რეკომენდებული  თუ ორსული საფრთხის წინაშეა და რისკი აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ საფრთეხეს, ასევე თუ მანამდე არ არის ვაქცინირებული

ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B

არ არის რეკომენდებული

B ჰეპატიტი

რეკომენდებულია, თუ მანამდე არ არის ორსული იმუნიზებული

ადამიანის პაპილომა ვირუსი

არ არის რეკომენდებული

გრიპი (ინაქტივირებული ან რეკომბინანტული IIV or RIV)

რეკომენდებულია სეზონურად

ინფლუენცა ცოცხალი ატენუირებული

უკუნაჩვენებია

მაიმუნის ყვავილი

რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ ჩვენებაა რისკისა და სარგებლის განსაღვრის შესაფერისი ზომბის მიღება

წითელა, წითურა, ყბაყურა

უკუნაჩვენებია, ვაქცინაცია ორსულობის შემდეგ უნდა ჩატარდეს

მენინგოკოკი (ACWY)

შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ სხვა ჩვენება არ არის

მენინგოკოკი B

ორსულობა რისკია, შეიძლება ჩატარდეს თუ სარგებელი აჭარბებს რისკს

პნევმოკოკი კონიუგატი (PCV)

არ არის რეკომენდებული

პნევმოკოკური პოლისაქარიდი (PPSV23)

არ არის რეკომენდებული

პოლიოვირუსი(IPV)

ორსულობა რისკია, შეიძლება ჩატარდეს, თუ სარგებელი აჭარბებს რისკს

რესპირატორულ სინციტიური ვირუსი (RSV)

რეკომენდებულია (Pfizer RSV vaccine) გესტაციის 32-36 კვირაზე, სექტემბერი-იანვარი, ამ შუალედში (ამერიკა) დამატებითი დოზები არ არის რეკომენდებული

ტეტანუსი, დიფტერია ყივანახველა

რეკომენდებულია ყოველ ორსულობაზე, უმჯობესია გესტაციის ადრეულ პერიოდში 28-36 კვირა

ვარიცელა

უკუნაჩვენებია, საჭიროების შემთხვევაში ორსულობის შემდეგ

ზოსტერი

უკუნაჩვენებია, საჭიროების შემთხვევაში ორსულობის შემდეგ

რა შემთხვევაშია A ჰეპატიტის იმუნიზაცია რეკომენდირებული ან უკუნაჩვენები

  • A ჰეპატიტი

აუცილებელია აიცრას ორსულთა შემდეგი ჯგუფი:

  • ორსული სხვადასხა ქვეყანაში მოგზაურობს
  • ქალები რომლებიც იყენებენ ინტრავენურ და არაინტრავენურ ნარკოტიკს
  • A ჰეპატიტის მქონე ქალბატონები (ქრონიკული ღვიძლის დაავადების მქონე ორსულები, აივ ინფექციის მატარებლები)
  • აღნიშნული ვაქცინის ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა რადგან ეს ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსისგან მზადდება, ნაყოფზე ზეგავლენა სავარაუდოდ ნაკლები იქნება. ვაქცინაციის გამოყენების რისკი უნდა შედარდეს ინფექციის რისკთან ორსულებში და ამის მიხედვით მოხდეს გააწყვეტილების მიღება.

რა შემთხვევაშია B ჰეპატიტის იმუნიზაცია რეკომენდებული ან უკუნაჩვენები

  • არ არის უკუნაჩვენები, მცირე მონაცემები ადასტურებს რომ აღნიშნულ ვაქცინას არ აქვს ზეგავლენა ნაყოფის განვითარებაზე.
  • თუ ორსული მანამდე არ არის ვაქცინირებული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით რეკომენდებულია მისი იმუნიზაცია, ისევე როგორც ყველა ზრდასრული 19-59 წლამდე რეკომენდებულია აცრას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით.

ადამიანის პაპილომავირუსი

  • არ არის რეკომენდებული ორსულებში, თუ ორსულობა დადგა ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან, უნდა შეწყდეს ვაქცინაცია და გაგრძელდეს ორსულობის დასრულების შემდეგ, თუ ვაქცინაცია მოხდა შემთხვევით ორსულობის დროს ჩარევა არ არის საჭირო.

გრიპი (ინაქტივირებული ან რეკომბიბანტული)

  • ორსული და ახალი ნამშობიარები ქალები უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან ჰემოფილუს ინფლუენცას მიერ გამოწვეული ავადობის გართულებების მხრივ ამიტომ მათი ვაქცინაცია აუცილებელია.
  • ქალები რომელებიც არიან ან გეგმავენ ორსულობას უნდა აიცრან ინაქტივირებული ან რეკომბინანტული ვაქცინით ორსულობის ნებისმიერ ვადაზე; ისინი, ვინც ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრიში არიან, უმჯობესია იმუნიზაცია მოხდეს სექტემბერში ან ოქტომბერში. ივლისსა და აგვისტოში უმჯობესია თავი ავარიდოთ ვაქცინაციას. ორსულები რომლებიც არიან მესამე ტრიმესტრში, მათი ვაქცინაცია შესაძლოა დავუშვათ სეზონის მიუხედავად, რადგან, მონაცემების მიხედვით, ახალშობილები, რომელთა დედებსაც მესამე ტრიმესტრში ჩაუტარდათ იმუნიზაცია, ნაკლებად არიან დაავადების საფთხის წინაშე. 

წითელა, წითურა, ყბაყურა

  • უკუნაჩვენებია ორსულობის დაწყების და ორსულობის დროს
  • იმუნიზაციიდან 28 დღე უნდა იყოს გასული ორსულობის დადგომამდე.
  • თუ ვაქცინა შემთხვევით შეიყვანეს ორსულობის დროს, პაციენტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ნაყოფის მხრივ შესაძლო გართულებების შესახებ.
  • ორსულობის შეწყვეტის მიზეზად შემთხვევით ჩატარებული ვაქცინაცია არ შეიძლება ჩაითვალოს.

რესპირატორულ სინციტიური ვირუსი

  • იმუნიზაცია რეკომენდირებულია ერთი დოზით გესტაციის 32 კვირის და 0-36 კვირის და 6 დღის გესტაციის პერიოდში სეზონის მიხედვით (სექტემბრიდან იანვრამდე).
  • ორსულებს შეიძლება მიეცეთ მხოლოდ Pfizer-ის RSVpreF ვაქცინა, ხოლო ჩვილს - ნირსევიმაბი.
  • თუ ორსული იმუნიზებულია RSV-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი ორსულობის დროს, მეორე ორსულობის დადგომის შემთხვევაში კიდევ ერთი დოზის მიღების ნაცვლად უნდა აიცრას ჩვილი.

ტეტანუსი, დიფტერია და ყივანახველა

  • ყოველ ორსულობაზე ახალი დოზა
  • იმუნიზაციის ოპტიმალური ვადა 27-36 კვირა,თუმცა ნებისმიერ ვადაზეა ვაქცინის მიღება შესაძლებელი
  • ორსულებს, რომლებსაც არასდროს ჩაუტარებიათ იმუნიზაცია, რეკომენდირებულია 3 დოზით ვაქცინაცია.

ვარიცელა

  • იმის გამო რომ ვარიცელას ვირუსის ზეგავლენა ნაყოფზე უცნობია, მისი ვაქცინის გამოყენებაც უკუნაჩვენებია და მეტიც, ვაქცინის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმჯობესია არ დადგეს ორსულობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ

https://www.cdc.gov/vaccines-pregnancy/hcp/vaccination-guidelines/

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი