ყურის ინფექციების პრევენცია და მკურნალობა

თქვენს შვილს ყური სტკივა?

ეს შესაძლოა ყურის ინფექცია იყოს. ბავშვებში ყურის ინფექციები უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. გაესაუბრეთ პედიატრს თქვენი შვილისთვის საუკეთესო მკურნალობის მისაღებად.

ზოგიერთ ინფექციას, მაგალითად შუა ყურის ინფექციას, ესაჭიროება ანტიბიოტიკი, თუმცა ბევრი მათგანი თავისითაც იკურნება.

რა არის ყურის ინფექცია?

არსებობს სხვადასხვა ტიპის ინფექცია:

  • შუა ყურის მწვავე ანთება: ინფექცია შუა ყურში.
  • შუა ყურის ოტიტი გამონაჟონით: როდესაც შუა ყურში გროვდება სითხე ინფექციის, სიცხის ან ტკივილის გარეშე.

გარე ოტიტი (ე.წ. „მოცურავის ყური“): გარეთა სასმენი არხის ინფექცია.

გამომწვევი მიზეზები

შუა ყურის ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს:

  • ბაქტერიამ, როგორიცაა Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae.
  • ვირუსმა, მაგალითად გაციების ან გრიპის გამომწვევმა.

სიმპტომები

შუა ყურის მწვავე ანთების სიმპტომები ბავშვებში:

  • ყურის ტკივილი
  • სიცხე
  • ჭირვეულობა ან გაღიზიანებადობა
  • ყურზე ხელის მოკიდება ან ქაჩვა
  • ძილის დარღვევა..

როდის მივმართოთ ექიმს?

  • სიცხე 39°C ან მეტი
  • ყურიდან ჩირქის ან სითხის დენა
  • სიმპტომების გაუარესება ან მათი გაგრძელება 2-3 დღეზე მეტ ხანს
  • სმენის დაქვეითება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ 3 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილს აქვს 38°C ან მეტი სიცხე.

მკურნალობა

ექიმი განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დაავადება აქვს თქვენს შვილს სიმპტომების გათვალისწინებით და ფიზიკური გამოკვლევით. ექიმს შეუძლია შუა ყურის ინფექციის დიაგნოზის დასმა ბავშვის ყურის შიგნით დაფის აპკის შემოწმებით და იმის დადგენით, არის თუ არა ჩირქი შუა ყურში.

შუა ყურის ინფექციების დროს ანტიბიოტიკები ხშირად არ არის საჭირო, რადგან ორგანიზმის იმუნურ სისტემას შეუძლია დამოუკიდებლად ებრძოლოს ინფექციას. თუმცა, ზოგჯერ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ამოქსიცილინი, საჭიროა ჩვილების, მძიმე შემთხვევების ან 2-3 დღეზე მეტხანს მიმდინარე შემთხვევების სამკურნალოდ.

შუა ყურის ინფექციის მსუბუქი შემთხვევების დროს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაკვირვება ან ანტიბიოტიკების დანიშვნის გადადება.

  • დაკვირვება: ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაცდა, რომ იმუნურ სისტემას მისცეთ შანსი. თუ 2-3 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ინიშნება ანტიბიოტიკი.
  • გადავადებული რეცეპტი: ექიმი გაძლევთ რეცეპტს, მაგრამ გირჩევთ, რომ წამალი მხოლოდ მაშინ იყიდოთ, თუ ბავშვი 2-3 დღეში უკეთ არ გახდება.

როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოსაყენებელი გზები -  იმის მიუხედავად, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკები ყურის ინფექციისთვის:

  • დაისვენეთ.
  • დალიეთ დამატებითი რაოდენობით წყალი ან სხვა სითხეები.
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ტკივილის შესამსუბუქებლად ან სიცხის დასაწევად. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომელი მედიკამენტებია უსაფრთხო თქვენი შვილისთვის და რა დოზით უნდა მისცეთ ისინი ბავშვს.

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები და ბავშვები

სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვებისთვის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების მიცემისას. ყველა ასეთი მედიკამენტი არ არის რეკომენდებული გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის.

ტკივილგამაყუჩებლები:

  • 6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვები: მიეცით მხოლოდ პარაცეტამოლი.
  • 6 თვის ან უფროსი ასაკის ბავშვები: დასაშვებია პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიცემა.
  • არასოდეს მისცეთ ასპირინი ბავშვებს, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს რეის სინდრომი — იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ტვინს.

აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სწორი დოზირების შესახებ, თქვენი შვილის ასაკისა და წონის გათვალისწინებით. ასევე, აცნობეთ პედიატრს ყველა იმ რეცეპტული თუ ურეცეპტო მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბავშვი იღებს.

პრევენცია

თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ყურის ინფექციების პრევენციას, თუ მაქსიმალურად ეცდებით შეინარჩუნოთ თქვენი და სხვების ჯანმრთელობა.

  • დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური ვაქცინაცია და ყოველწლიურად იკეთებს გრიპის ვაქცინას. პნევმოკოკური ვაქცინა იცავს ორგანიზმს Streptococcus pneumoniae-სგან, რომელიც შუა ყურის ინფექციების გავრცელებული მიზეზია.
  • დაიბანეთ ხელები.
  • კვებეთ ბავშვი მხოლოდ ძუძუთი 6 თვის ასაკამდე და გააგრძელეთ ძუძუთი კვება მინიმუმ 12 თვემდე.
  • ნუ მოწევთ და მოარიდეთ ბავშვი  სიგარეტის მეორად კვამლს.

ანტიბიოტიკების დანიშვნისა და გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.cdc.gov/antibiotic-use

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი ვირუსი თუ ბაქტერია?

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი