ბრონქიტის პრევენცია და მკურნალობა

არ გაძინებთ ხველა ღამით? გრძნობთ ტკივილს გულმკერდის არეში და დაღლილობას?

შესაძლოა, თქვენ გაქვთ მწვავე ბრონქიტი

თუმცა, გაითვალისწინეთ: ანტიბიოტიკები განკურნებაში არ დაგეხმარებათ

რა არის მწვავე ბრონქიტი?

ბრონქიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ფილტვების სასუნთქი გზები შუპდება და წარმოიქმნება ლორწო. სწორედ ეს იწვევს ხველას. მწვავე ბრონქიტი, რომელსაც ხშირად "გულმკერდის გაციებას" უწოდებენ, ბრონქიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სიმპტომები გრძელდება 3 კვირაზე ნაკლებ ხანს. ეს ინფორმაცია განკუთვნილია თქვენთვის, თუ ხართ ჯანმრთელი ადამიანი გულისა და ფილტვების ქრონიკული პრობლემების ან დასუსტებული იმუნური სისტემის გარეშე.

თქვენ შეიძლება გქონდეთ შემდეგი სიმპტომები

  • ხველა (ლორწოთი ან მის გარეშე)
  • ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში
  • დაღლილობა
  • მსუბუქი თავის ტკივილი
  • მსუბუქი კუნთების ტკივილი
  • ყელის ტკივილი

ბრონქიტის გამომწვევი მიზეზები

  • მწვავე ბრონქიტს, როგორც წესი, ვირუსი იწვევს.
  • ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერია, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ანტიბიოტიკების გამოყენება არ არის რეკომენდებული და ის არ დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ სამედიცინო პერსონალს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტემპერატურა 38°C ან უფრო მაღალი
  • ხველა სისხლის შემცველი ლორწოთი
  • სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება
  • სიმპტომები 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება
  • ბრონქიტის ეპიზოდები განმეორებითია

მკურნალობა

მწვავე ბრონქიტი, როგორც წესი ანტიბიოტიკების გარეშე თავისით გაივლის. ანტიბიოტიკები საჭირო არ არის, რადგან ისინი ვერ დაგეხმარებათ, ხოლო მისგან გამოწვეულმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ (მაგალითად: გამონაყარი, ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციები ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები).

თუ თქვენ გაქვთ ყივანახველა (ყივანახველა) ან პნევმონია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მწვავე ბრონქიტის მსგავსი სიმპტომები, ექიმი, სავარაუდოდ, ანტიბიოტიკებს დაგინიშნავთ.

როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთესად?

  • დაიცავით წოლითი რეჟიმი
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან ფიზიოლოგიური ხსნარის ცხვირის წვეთები. პატარა ბავშვებისთვის ლორწოს გასაწმენდად გამოიყენეთ რეზინის შემწოვი.
  • ჩაიტარეთ ინჰალაცია (ცხელი წყლის ორთქლით ან შხაპით).
  • გამოიყენეთ ყელის საწუწნი აბები (არ მისცეთ 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს).
  • გამოიყენეთ თაფლი ხველის დასამშვიდებლად (მხოლოდ 1 წელზე უფროს ასაკში).

მნიშვნელოვანია: ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. არასოდეს მისცეთ ასპირინი ბავშვებს! გახსოვდეთ, ყოველთვის გამოიყენეთ ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები ინსტრუქციის მიხედვით. ფრთხილად იყავით ბავშვებისთვის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების მიცემისას. ყველა ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი არ არის რეკომენდებული გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის. გახსოვდეთ, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები შეიძლება დროებით ამსუბუქებდეს სიმპტომებს, მაგრამ ისინი არ განკურნავენ თქვენს დაავადებას.

ტკივილგამაყუჩებლები:

  • 6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვები: მიეცით მხოლოდ პარაცეტამოლი.
  • 6 თვის ან უფროსი ასაკის ბავშვები: პარაცეტამოლი ან იბუპროფენის მიცემა დასაშვებია.
  • არასოდეს მისცეთ ბავშვებს ასპირინი, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს რეის სინდრომი, იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ტვინს.

ხველისა და გაციების მედიკამენტები:

4 წლამდე ასაკის ბავშვები: არ გამოიყენოთ, თუ ექიმი კონკრეტულად არ გირჩევთ. ურეცეპტოდ გასაცემი ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებამ მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები.

4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები: განიხილეთ თქვენი ბავშვის ექიმთან, უსაფრთხოა თუ არა ურეცეპტოდ გასაცემი ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიცემა სიმპტომების დროებითი შემსუბუქების მიზნით.

რას მოიცავს პრევენცია

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით (მინიმუმ 20 წამი) https://skillio.ge/khelis-higiena/, გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს მინიმუმ 60%-იან სპირტს.
  • ჩაიტარეთ ყველა რეკომენდებული ვაქცინაცია.
  • მოერიდეთ მოწევას, გამონაბოლქვს და ჰაერის დაბინძურებას.
  • ხველის ან ცემინებისას ყოველთვის დაიფარეთ პირი და ცხვირი.
  • თუ შესაძლებელია, ავადმყოფობის დროს დაიცავით დისტანცია სხვებისგან და  მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს
  • ავადმყოფობის დროს დარჩით სახლში და და არ დაესწროთ ბავშვებს სკოლაში ან საბავშვო ბაღში ავადმყოფობის დროს.

ანტიბიოტიკები მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება. ანტიბიოტიკების გამოყენებამ, როდესაც ეს აუცილებელი არ არის, შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი.

რესურსები

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cdc.gov/antibiotic-use

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი მჭირდება ანტიბიოტიკი?

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი