სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექციები
ძირითადი მომენტები
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექცია - არის ჯანდაცვის დაწესებულებაში სამედიცინო დახმარების პროცესში შეძენილი ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემა, რომლის პრევენცია ხშირად შესაძლებელია. ეს ინფექცია თავს იჩენს სამედიცინო დახმარების მიღებიდან 48 საათის შემდეგ, იმ პირობით, რომ მისი სიმპტომები პაციენტს არ აღენიშნებოდა ჯანდაცვის დაწესებულებაში ვიზიტის მომენტში, ან ის არ იმყოფებოდა ინკუბაციურ პერიოდში.
მსოფლიოში ყოველი 31-ე ჰოსპიტალიზებული პაციენტი მკურნალობის პროცესში ავადდება სმა ინფექციით. ყოველწლიურად სმა ინფექციების გამო მსოფლიოში კვდება 75 000 ადამიანი.
ამ ინფექციაებს ახლავს სერიოზული შედეგები ემოციური სტრესის, ფინანსური და/ან სამედიცინო დანახარჯების, ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივების და სიკვდილის ჩათვლით. საბედნიეროდ, არსებობს ბევრი პროფილაქტიკური მიდგომა სმა ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად და საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექცია
სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებულია ინფექციებია კათეტერიზაციის შედეგად განვითარებული საშარდე გზების ინფექციები, ასევე ცენტრალურ კათეტერებთან ასოცირებული სისხლის ინფექციები, ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციები, პნევმონიები. Clostridium difficile-თან ასოცირებული დიარეა - კიდევ ერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც უკავშირდება სამედიცინო დაწესებულებას და ანტიბიოტიკების მიღებას.
როგორ ვრცელდება სმა ინფექცია?
მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით - საავადმყოფოში, მოხუცთა სახლში, ამბულატორიაში, დიალიზის ცენტრში, სტომატოლოგის კაბინეტში - თქვენ იმყოფებით დასნებოვნების რისკის ქვეშ. სამედიცინო დახმარების მიღებისას სმა ინფექციის განვითარებისთვის საჭიროა მიკრობები (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) როგორღაც მოხვდნენ თქვენს ორგანიზმში. ეს შეიძლება მოხდეს ჭრილობის, ინვაზიური მოწყობილობის, მაგ., კათეტერის, ან ფილტვების გზით. სმა ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობი ხვდებიან ორგანიზმში, თუმცა იმუნური სისტემა ვერ ახერხებს მათ განადგურებას.
სმა ინფექციების უმეტესობა გამოწვეულია ბაქტერიებით. ჯანდაცვის დაწესებულებების გარემოში გავრცელებული პათოგენური ბაქტერიები ძირითადად ადამიანური წყაროებიდან მოდის, მათ შორის პაციენტებიდან, სამედიცინო პერსონალიდან და ვიზიტორებიდან. ბაქტერიები შეიძლება მოხვდნენ სამედიცინო აღჭურვილობაზე ან ზედაპირებზე, მაგალითად, სამუშაო მაგიდებსა და კარის სახელურებზე. ხოლო დაბინძურებული ზედაპირებიდან ხვდებიან სამედიცინო პერსონალის, პაციენტების ან ვიზიტორების ხელებზე.
ვინ არის სმა ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ?
ამ ტიპის ინფექციების განვითარების რისკი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის:
- თქვენს თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებსა ან პათოლოგიებზე
- ასაკზე
- იმუნური სისტემის მდგომარეობაზე
- ჯანდაცვის დაწესებულების ტიპზე, სადაც იმყოფებით და იქ ყოფნის ხანგრძლივობაზე
- ჩატარებულ პროცედურებზე
- გარკვეულ მედიკამენტებზე/ანტიბიოტიკებზე, რომლებსაც იღებთ.
როგორც დავიცვათ თავი?
- ყოველთვის ესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს. დაუსვით შეკითხვები და გაუზიარეთ თქვენი შეშფოთება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მიაწოდეთ ინფორმაცია წარსულში გადატანი დაავადებების, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების და მკურნალობის შესახებ. როდესაც გაძლევენ დანიშნულებას, კითხეთ, რატომ არის აუცილებელი და რა რისკებთანაა დაკავშირებული მკურნალობა. თუ თქვენ გჭირდებათ ინვაზიური მოწყობილობა, მაგ., კათეტერი, კითხეთ რა დროით უნდა იდგეს ეს მოწყობილობა.
- ხშირად დაიბანეთ ხელები და მოსთხოვეთ იგივე სხვას. ხელების ჰიგიენა - საუკეთესო საშუალება ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკისთვის. თუ დაინახავთ, რომ პერსონალი არ იბანს ხელს ან არ იყენებს სპირტხსნარს ხელის გასასუფთავებლად, თხოვეთ, რომ გააკეთოს ეს. სამედიცინო პერსონალი განსწავლულია ხელის ჰიგიენაში და ისინი ელოდებიან, როდის ჰკითხავთ ხელის ჰიგიენის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ ინტენსიურად დაიბანოთ ხელი, როდესაც უვლით თავს ან ოჯახის წევრს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა ტუალეტის შემდეგ. ხელის ანტისეპტიკი უნდა შეიცავდე არანაკლებ 60% და არაუმეტეს 90% სპირტს, იმისთვის, რომ შეძლოს ხელების გასუფთავება მიკრობებისგან.
- გამოიჩინეთ სიფრთხილე ანტიბიოტიკების მიმართ. კითხეთ მკურნალ ექიმს, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკების მიღება და დააზუსტეთ, შესაფერისია თუ არა თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკი. ამასთანავე, ნუ ეცდებით ანტიბიოტიკების მიღებას ნებისმიერი ინფექციისას თვითნებურად, ვინაიდან ისინი კურნავენ მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებს. ანტიბიოტიკების მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა და მნიშვნელოვანია, აცნობოთ მკურნალ ექიმს მიღების პროცესში ან კურსის დასრულების შემდეგ დიარეის გახშირებული ეპიზოდების შესახებ. დაასრულეთ ანტიბიოტიკების მიღების დანიშნული კურსი მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების გამომწვევები შეიძლება გახდნენ რეზისტენტულნი.
- ამოიცანით ინფექცია. ინფექციის სიმპტომებს და ნიშნებს მიეკუთვნება სიწითლე, ტკივილი და გამონადენი ქირურგიული ჩარევის მიდამოდან ან კათეტერის და დრენაჟის ჩადგმის ადგილიდან. ხშირად ამ სიმპტომებს ახლავს ცხელებაც. აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს დამატებითი რეკომენდაციებისთვის.
- დაიცავით თავი ვაქცინაციით. იმისათვის, რომ არ დაავადდეთ და თავიდან აიცილოთ პრევენცირებადი გართულებები, არ დაგავიწყდეთ გრიპზე და სხვა დაავადებებზე ვაქცინაცია, რომლის რეკომენდაციასაც გაძლევთ მკურნალი ექიმი. ვაქცინები წარმოადგენენ ყველაზე უსაფრთხო ბიოლოგიურ პრეპარატებს. დაავადებების პოტენციური რისკი, რომელთა პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინებით, ბევრად აღემატება თავად ვაქცინებთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა ვაქცინაციისას არის მტკივნეულობა აცრის ადგილას და სუბფებრილიტეტი.
- დამატებითი სიფრთხილის ზომები. თუ თქვენ გაქვთ ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული ორგანიზმით გამოწვეული ინფექცია, მიღებული იქნება დამატებითი სიფრთხილის ზომები, რათა არ მოხდეს მულტირეზისტენტული ორგანიზმის გავრცელება სხვა პაციენტებზე. ეს სიფრთხილის ზომები შეიძლება მოიცავდეს თქვენს გადაყვანას საერთოდან იზოლირებულ პალატაში. თქვენს მოვლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობა, როგორიცაა ხელთათმანები, სითხეგამძლე ხალათები ან წინსაფრები, ნიღბები და სათვალეები.
- მოითხოვეთ უსაფრთხო ინექციის წესების დაცვა. დააკვირდით, სრულდება თუა არა სამედიცინო მომსახურებისას უსაფრთხო ინექციის წესები, ვინაიდან ამ გზით შესაძლებელია ინფექციის გამომწვევები მოხვდნენ თქვენს ორგანიზმში.
https://skillio.ge/wp-content/uploads/2026/03/პოსტერი-2-უსაფრთხო-ინექცია.pdf
- სუფთა გარემოს შენარჩუნება. გარემოს დასუფთავება და სამედიცინო აღჭურვილობის რუტინული გაწმენდა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მკურნალობის პროცესში გარემოში გავრცელებული მიკრობების შესამცირებლად. აცნობეთ პერსონალს, თუ თქვენი პალატა ან აღჭურვილობა ჭუჭყიანია ან სათანადოდ არ არის გაწმენდილი.
- რესპირატორული ჰიგიენა. დაიფარეთ პირი და ცხვირი ხელსახოცით ან იდაყვში მოხრილი ხელით (თუ ხელსახოცი არ გაქვთ) ხველის და ცემინების დროს. შემდეგ კი დაიბანეთ ხელები.
- შეწყვიტეთ მოწევა ჯანდაცვის დაწესებულებაში მოსვლამდე, ოპერაციამდე და მკურნალობის დროს, რადგან მოწევა ზრდის ინფექციების რისკს.
- გაწერამდე თხოვეთ თქვენს მკურნალ ექიმს დეტალური ინსტრუქცია ბინაზე ქირურგიული ჩარევის მიდამოს ან ინვაზიური მოწყობილობების ჩადგმის ადგილების მოვლის წესების თაობაზე. სამედიცინო დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის, მათ შორის ხელების ჰიგიენის წესების დაცვა.

თუ თქვენ ხართ ვიზიტორი ან მომვლელი
- არსებობს მთელი რიგი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც ვიზიტორებსა და მომვლელებს შეუძლიათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ პაციენტისთვის ინფექციის გადაცემის ან ჯანდაცვის დაწესებულებაში დამატებითი ინფექციის შეძენის რისკი.
- არ მოინახულოთ ჯანდაცვის დაწესებულებაში მყოფი თქვენი ოჯახის წევრი, თუ თავს ცუდად გრძნობთ, ხართ გაციებული, გაქვთ ღებინება ან ბოლო დროს გქონდათ დიარეა. დაელოდეთ, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ.
- დაიცავით ხელების ჰიგიენის წესები. ხელები კარგად დაიბანით საპნითა და წყლით ან ხელები გაისუფთავეთ სპირტის შემცველი საშუალებით ჯანდაცვის დაწესებულებაში შესვლისთანავე და დაწესებულების დატოვების შემდეგ, პაციენტთან ან მის საკვებთან შეხებამდე, ავადმყოფის პალატიდან გასვლის შემდეგ.
- გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ შეეხოთ სახვევებს, საინფუზიო პრეპარატებს ან სხვა აღჭურვილობას ავადმყოფის საწოლთან.
- მოერიდეთ ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანების მიყვანას ვინმეს მოსანახულებლად. ყოველთვის შეათანხმეთ ვიზიტი მოსანახულებელი ავადმყოფის მკურნალ ექიმთან.
- არ გამოიყენოთ პაციენტის ტუალეტი ან აბაზანა.
- შესაძლოა, ჯანდაცვის დაწესებულებაში პაციენტის მონახულებისას ხელთათმანების ან ხალათის ტარება მოგთხოვონ. დაიცავით პერსონალის მიერ მოწოდებული ინსტრუქციები ნებისმიერი დამატებითი სიფრთხილის ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვის.
რესურსები
- https://www.cdc.gov/patient-safety/about/index.html
- https://www.cdc.gov/healthcare-associated-infections/index.html
- https://infectionpreventionandyou.org/protect-your-patients/educate-your-patients-on-infection-prevention/
- https://smart.osu.edu/the-toolkit/communicating-hai-data/
- https://infectionpreventionandyou.org/wp-content/uploads/2021/08/10-Ways-to-Protect-Yourself-and-Others.pdf
- https://www.nsw.gov.au/sites/default/files/2023-03/healthcare-associated-infections-information-for-patients-visitors-and-carers.pdf
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
