კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექცია (CAUTI)

კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექცია (CAUTI) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები შარდის კათეტერის მეშვეობით საშარდე გზებში ხვდებიან და იწვევენ ინფექციას.

კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციები (CAUTI) სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების (სმა/HAI) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა.

ამ ინფექციის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია.

მიმოხილვა

კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექცია (CAUTI) ვითარდება საშარდე გზებში ჩადგმულ კათეტერში  მიკრობების მოხვედრის შედეგად, რასაც მოჰყვება საშარდე სისტემაში ინფექციის განვითარება. ეს არის სამედიცინო  მომსახურებასთან  ასოცირებული  ინფექციების სმაი-ების (HAI) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა , რომლის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია.

ინფექციის ტიპები

ნიშნები და სიმპტომები

  • წვა ან ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • ცხელება;
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს;
  • ხშირი შარდვა.

რისკ-ფაქტორები

CAUTI-ის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი შარდის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენებაა.

მიზეზები

საშარდე გზების ინფექცია (CAUT) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები (ჩვეულებრივ ბაქტერიები) ორგანიზმში შედიან შარდის კათეტერის მეშვეობით, რაც  იწვევს ინფექციას. ინფექცია შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში (მაგ., თირკმელებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტსა და შარდსადენში).

რისკის შემცირება

პაციენტები

  • მიიღეთ ინფორმაცია შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმის აუცილებლობის შესახებ;
  • ყოველდღიურად ჰკითხეთ სამედიცინო პერსონალს კათეტერის შარდის ბუშტში დატოვების საჭიროების შესახებ;
  • ხანგრძლივი  კათეტერიზაციის შემთხვევაში, ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა კათეტერთან შეხებამდე და შეხების შემდეგ;
  • შეამოწმეთ შარდის მიმღები კონტეინერის მდებარეობა: ის ყოველთვის შარდის ბუშტის დონის ქვემოთ უნდა იყოს;
  • მოერიდეთ მილის დაქაჩვა/მოქაჩვას.
  • კათეტერის მილის დატრიალებას ან მოღუნვას.

სამედიცინო დაწესებულებები

სამედიცინო მუშაკებსა და დაწესებულებებს შეუძლიათ კათეტერთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და პაციენტების დაცვა ინფექციის კონტროლის სათანადო პროცესებით. 

სამედიცინო მუშაკები კლინიკური უსაფრთხოება: კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციების (CAUTIs) პრევენცია

საყურადღებო ინფორმაცია

  • კათეტერ ასოცირებული საშარდე გზების ინფექციები (CAUTI) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო  მომსახურებასთან  ასოცირებული  ინფექცია სმაი (HAI).
  • სამედიცინო დაწესებულებებში განვითარებული საშარდე გზების ინფექციების დაახლოებით 75% საშარდე კათეტერთან არის დაკავშირებული.
  • სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტების 15-25%-ს მკურნალობის პერიოდში ჩადგმული აქვს შარდის ბუშტის შიდა კათეტერი.
  • კათეტერ ასოცირებული საშარდე გზების ინფექციები (CAUTI) დაკავშირებულია გაზრდილ ავადობასთან, სიკვდილიანობასთან, ჯანდაცვის ხარჯების მატებასთან და ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივებასთან.

კათეტერის ტიპები

  • მუდმივი შარდის კათეტერი . შარდის ბუშტში შარდსადენიდან შეჰყავთ  სადრენაჟე მილი, ტოვებენ მასში და უკავშირებენ  შარდის  შემგროვებელ დახურულ სისტემას.
  • პერიოდული („შემავალი და გამომავალი“) კათეტერიზაცია . კათეტერის ხანმოკლე შეყვანა შარდის ბუშტში შარდსადენიდან შარდის გამოსადევნად, რასაც მოჰყვება მისი ამოღება.
  • გარეგანი კათეტერი. შარდის შეკავების მოწყობილობა მიმაგრებულია შარდის დრენაჟის პარკზე, რომელიც ერგება სასქესო ორგანოებს ან ეკვრება მათ. ყველაზე ხშირად გამოყენებული გარეგანი კათეტერი არის რბილი, მოქნილი გარსი, რომელიც ერგება სასქესო ორგანოს („პრეზერვატივის“ კათეტერი).
  • სუპრაპუბიკური კათეტერი. ქირურგიული გზით შეჰყავთ შარდის ბუშტში მუცლის ქვედა ნაწილში გაკეთებული ჭრილობის მეშვეობით.

მკურნალობა და გამოჯანმრთელება

კათეტერ ასოცირებული საშარდე გზების ინფექციების ( (CAUT) მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით და/ან კათეტერის ამოღებით ან შეცვლით. თითოეული პაციენტისთვის საუკეთესო მკურნალობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

სამედიცინო დაწესებულებების ვალდებულებები

  •  CAUTI-ების შეტყობინების ანგარიშვალდებულება დაავადების კონტროლის ცენტრთან .
  • მჭიდრო თანამშრომლობა ჯანდაცვის დეპარტამენტებთან , ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებთან და პაციენტებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული CAUTI-ებით გამოწვეული ინფექციები და შენელდეს რეზისტენტული მიკრობების გავრცელება .

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი მჭირდება ანტიბიოტიკი?

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი