საშარდე გზების ინფექციის საფუძვლები
შარდვის დროს თუ გაწუხებთ ტკივილი ან წვა, შესაძლოა, საშარდე გზების ინფექცია გქონდეთ.
საშარდე გზების ინფექციებს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თქვენს ექიმს შეუძლია განსაზღვროს, გაქვთ თუ არა საშარდე გზების ინფექცია და რომელი ანტიბიოტიკი გჭირდებათ.
მიმოხილვა
ინფექციის ტიპები
- შარდის ბუშტის ინფექცია (ყველაზე გავრცელებული, ასევე ცნობილი როგორც ცისტიტი).
- თირკმლის ინფექცია (ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ უფრო სერიოზული, ასევე ცნობილი როგორც პიელონეფრიტი).
განაგრძეთ კითხვაკათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციის (CAUTI) საფუძვლები
სიმპტომები
შარდის ბუშტის ინფექციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ტკივილი ან წვა შარდვის დროს
- ხშირი შარდვა
- შარდვის სურვილის შეგრძნება ცარიელი შარდის ბუშტის მიუხედავად
- სისხლიანი შარდი
- ზეწოლა ან სპაზმები საზარდულის ან მუცლის ქვედა ნაწილში
თირკმლის ინფექციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ცხელება
- შემცივნება
- წელის ტკივილი ან ტკივილი ზურგის გვერდით ნაწილში
- გულისრევა ან ღებინება
მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ საშარდე გზების ინფექციის სიმპტომების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული ნიშანი ცხელებაა, მაგრამ სიცხის მქონე ბავშვების უმეტესობას საშარდე გზების ინფექცია არ აქვს.
რისკ-ფაქტორები
საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირია ქალებში, რადგან მათი შარდსადენი უფრო მოკლეა და სწორ ნაწლავთან უფრო ახლოსაა. ეს აადვილებს ბაქტერიების საშარდე გზებში შეღწევას.
სხვა რისკ-ფაქტორები:
- წარსულში გადატანილი საშარდე გზების ინფექცია.
- ბოლოდროინდელი სექსუალური აქტივობა.
- საშოში ან საშოს ფლორაში მცხოვრები ბაქტერიების ცვლილებები. მაგალითად, მენოპაუზამ ან სპერმიციდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ბაქტერიული ცვლილებები.
- ორსულობა.
- ასაკი (ხანდაზმულები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი საშარდე გზების ინფექციებისკენ).
- საშარდე გზების სტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა გადიდებული პროსტატა.
- მაგალითად, ცუდი ჰიგიენა ბავშვებში.
პრევენცია
- მოშარდვა სქესობრივი აქტის შემდეგ.
- დღის განმავლობაში საკმარისი წყლის დალევა.
- აბაზანის ნაცვლად შხაპის მიღება.
- მინიმუმამდე დაიყვანეთ გამორეცხვა, სპრეი ან პუდრის შეფრქვევა სასქესო ორგანოების არეში.
- ქოთანთან ყოფნისას გოგონებს ასწავლეთ წინიდან უკან გაწმენდა.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები ან ნებისმიერი მძიმე ან შემაშფოთებელი სიმპტომი.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს
თუ თქვენი შვილი 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა და აქვს 38°C ან მეტი სიცხე.
დიაგნოზი
თქვენი ექიმი დაადგენს, გაქვთ თუ არა საშარდე გზების ინფექცია შემდეგი გზით:
- სიმპტომების შესახებ გამოკითხვა.
- ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება.
- საჭიროების შემთხვევაში, შარდის ანალიზების დანიშვნა.
- საჭიროების შემთხვევაში, საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების დაწყება.
მკურნალობა
- საშარდე გზების ინფექციების უმეტესობის მკურნალობა შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების სახლში მიღებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე გირჩიოთ მედიკამენტები ტკივილის ან დისკომფორტის შესამსუბუქებლად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში მკურნალობა.
ანტიბიოტიკების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რომელიც მოიცავს:
- გამონაყარს, თავბრუსხვევას, გულისრევას, დიარეას და სოკოვან ინფექციებს.
- უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს რეზისტენტული მიკრობით გამოწვეულ ინფექციებს ან C. diff ინფექციას, რომელიც იწვევს დიარეას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის მძიმე დაზიანება და ცუდი შედეგი.
ანტიბიოტიკის მიღებისას ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ?
- დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი ან სხვა სითხეები.
- თუ თქვენი ექიმი ანტიბიოტიკებს დაგინიშნავთ:
- მიიღეთ ანტიბიოტიკები ზუსტად ისე, როგორც გაქვთ დანიშნული.
- არ გაუზიაროთ თქვენი ანტიბიოტიკები სხვებს.
- არ შეინახოთ ანტიბიოტიკები მოგვიანებით გამოყენებისთვის. დარჩენილი ანტიბიოტიკების უსაფრთხოდ გადაგდების შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
თუ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი
