გაციების პრევენცია და მკურნალობა

აცემინებთ, გაქვთ გაჭედილი ცხვირი ან სურდო?

შესაძლოა, გაციებული ხართ

გაითვალისწინეთ, რომ ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე, რომლებიც გაციებას იწვევს და ისინი თავს უკეთ ვერ გაგრძნობინებენ

რა არის გაციება?

გაციება არის ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი დაავადება, რომელიც მოკლე დროში თავისით გაივლის.

თქვენ შეიძლება გქონდეთ შემდეგი სიმპტომები

  • სიმპტომები, როგორც წესი, პიკს აღწევს 2-3 დღეში:

    • ცემინება
    • ცხვირის გაჭედვა
    • ყელის ტკივილი
    • ხველა
    • სიცხე (თუმცა გაციებისას ადამიანების უმეტესობას სიცხე არ აქვს)

    მნიშვნელოვანია: როდესაც ვირუსი ცხვირსა და სინუსებს აინფიცირებს, ცხვირი გამოყოფს გამჭვირვალე ლორწოს, რაც ხელს უწყობს ვირუსების გამოდევნას ცხვირიდან და სინუსებიდან. 2-3 დღის შემდეგ ლორწო შეიძლება გახდეს თეთრი, ყვითელი ან მწვანე. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გჭირდებათ. სურდო და ხველა შეიძლება 10-14 დღემდე გაგრძელდეს.ეს სიმპტომები დროთა განმავლობაში უნდა გაუმჯობესდეს.

    გაციებას შეიძლება ჰქონდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები. მხოლოდ სიმპტომების მიხედვით მათი გარჩევა შეიძლება რთული (ან თუნდაც შეუძლებელი) იყოს.

გამომწვევი მიზეზები

გაციებას იწვევს 200-ზე მეტი სახეობის ვირუსი (ყველაზე ხშირად — რინოვირუსები). ისინი ვრცელდება ჰაერით და ახლო კონტაქტით.

როდის მივმართოთ ექიმს?

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ სპეციალისტს, თუ გაქვთ:

  • სუნთქვის გაძნელება ან გახშირებული სუნთქვა
  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)
  • სიცხე, რომელიც 4 დღეზე მეტხანს გრძელდება
  • სიმპტომები, რომლებიც 10 დღეზე მეტხანს გრძელდება გაუმჯობესების გარეშე
  • ქრონიკული დაავადებების გაუარესება

ეს სია ყოვლისმომცველი არ არის. ნებისმიერი მძიმე ან შემაშფოთებელი სიმპტომის შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!

ყურადღება: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვს აქვს 38°C ან მეტი სიცხე.

მკურნალობა

გაციების საწინააღმდეგო "წამალი" არ არსებობს — ის თავისით გაივლის ანტიბიოტიკების გარეშე. არასაჭირო დროს გამოყენებულმა ანტიბიოტიკმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ გვერდითი მოვლენების განვითრებით (ალერგია, რეზისტენტული ინფექციები, დიარეა). გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს მსუბუქი რეაქციებიდან, როგორიცაა გამონაყარი, უფრო სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებამდე. ეს პრობლემები შეიძლება მოიცავდეს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, ანტიმიკრობული რეზისტენტულ ინფექციებს და C. diff ინფექციას. C. diff იწვევს დიარეას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის მძიმე დაზიანება და სიკვდილი.    იხილეთ:.https://skillio.ge/mdzime-diarea-c-diff-inpheqtsia/

როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?

  • დაისვენეთ და მიიღეთ ბევრი სითხე.
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან ფიზიოლოგიური ხსნარის სპრეი.
  • პატარა ბავშვებისთვის გამოიყენეთ რეზინის ასპირატორი ცხვირის გასაწმენდად.
  • მიიღეთ თაფლი ხველის დასამშვიდებლად (1 წლიდან ზემოთ).
  • ტკივილგამაყუჩებლები: 6 თვემდე ბავშვებს მიეცით მხოლოდ პარაცეტამოლი; 6 თვიდან შეიძლება იბუპროფენიც.
  • არასოდეს მისცეთ ასპირინი ბავშვებს — მან შეიძლება გამოიწვიოს რეის სინდრომი, რომელიც ძალიან სერიოზული, მაგრამ იშვიათი დაავადებაა, მან შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და ტვინი.                                  
  • ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები:
  • 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენოთ ურეცეპტოდ გაცემული ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, თუ ექიმი კონკრეტულად არ გირჩევთ, რადგან თვითნებურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები პატარა ბავშვებში.
  • 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების მედიკამენტოზური მკურნალობა განიხილეთ თქვენს პედიატრთან, უსაფრთხოა თუ არა ურეცეპტოდ გაცემული ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიცემა თქვენი ბავშვისთვის.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი ბავშვის ასაკისა და წონის  შესაბამისად ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების სწორი დოზირების შესახებ. ასევე, აცნობეთ თქვენს პედიატრს ყველა იმ რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ისინი იღებენ.

პრევენცია

  • ხშირად დაიბანეთ ხელები.   იხილეთ.https://skillio.ge/khelis-higiena/
  • მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტს.
  • დაიფარეთ პირი ხველის ან ცემინებისას.
  • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს და პირს დაუბანელი ხელებით.
  • ავადმყოფობისას დარჩით სახლში, არ გაუშვათ ავადმყოფი ბავშვები ბაღში და სკოლაში.

რესურსები

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cdc.gov/antibiotic-use

სწრაფი ნავიგაცია

გადმოიწერე ფლაერი მჭირდება ანტიბიოტიკი?

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი