სისხლის ნაკადის ინფექციების პრევენციის საუკეთესო პრაქტიკა დიალიზისას
ძირითადი მომენტები
დიალიზზე მყოფი პაციენტები ინფექციების რისკის ქვეშ არიან
დიალიზის მკურნალობის თითოეულ ვარიანტს ინფექციის განსხვავებული რისკები აქვს
დიალიზის დროს შეგიძლიათ მიიღოთ ზომები ინფექციების თავიდან ასაცილებლად
მიმოხილვა
თქვენი თირკმელები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის გაწმენდაში, ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნასა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების მხარდაჭერაში. დიალიზი- ეს არის თირკმლის უკმარისობის ან თირკმელების არასწორად ფუნქციონირების სამედიცინო მკურნალობა. ის არ წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის აღდგენის სამკურნალო საშუალებას.
დიალიზზე მყოფ ადამიანებში ხშირია ინფექციები და ისინი შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.
ყველას აქვს თავისი როლი ინფექციების პრევენციასა და დიალიზზე მყოფი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. თქვენ შეგიძლიათ იყოთ უსაფრთხო პაციენტი და მიიღოთ ზომები ინფექციების პრევენციისათვის.
დიალიზით მკურნალობის ვარიანტები
- დიალიზის ცენტრში ჰემოდიალიზი
- სახლში ჰემოდიალიზი ( ჩვენს ქვეყანაში არ არის დანერგილი)
- პერიტონეალური დიალიზი (PD)
მკურნალობის თითოეულ ვარიანტს ინფექციის განსხვავებული რისკები აქვს. განიხილეთ სხვადასხვა მკურნალობის ვარიანტები თქვენს ექიმთან, თქვენი საჭიროებების საუკეთესო ვარიანტის ასარჩევად.
ინფექციის რისკი და ტერმინები, რომლებიც უნდა იცოდეთ
ვენური მიდგომა : ასევე ცნობილი როგორც სისხლძარღვოვანი მიდგომა ჰემოდიალიზის პროცედურების დროს სისხლს თქვენს სხეულსა და დიალიზის აპარატს შორის გადაადგილებს.
- არტერიოვენური (AV) ფისტულა:სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეღწევა, რომელიც ექიმების მიერ არტერიისა და ვენის ქირურგიული გზით შეერთებისას იქმნება, ხშირად მკლავის არეში. შეხორცების შემდეგ ჰემოდიალიზი ფისტულის მეშვეობით ტარდება. შეღწევის ეს ტიპი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ტრანსპლანტატი და ინფექციის ყველაზე დაბალი რისკი აქვს.
- არტერიოვენური (AV) ტრანსპლანტატი:სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეღწევა, როდესაც ექიმები არტერიასა და ვენას შორის დამაკავშირებელი მილს შეიყვანენ. ასეთ დროს ინფექციის შეღწევის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე AV ფისტულის შემთხვევაში, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე ცენტრალური კათეტერის არსებობისას.
- ცენტრალური ვენის კათეტერი: სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეღწევა კანიდან ვენაში მილის შეყვანით ხდება. მილი კისრის, გულმკერდის ან საზარდულის ვენის გავლით შედის და მილის წვერი გულთან ახლოს მთავრდება. სისხლძაღღვოვანი მიდგომის ეს ტიპი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისა და სწრაფი განთავსებისთვის და ასევე ინფექციის ყველაზე მაღალი რისკი აქვს. სამედიცინო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ ცენტრალური კათეტერი, იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა მალე უნდა დაიწყოს, გაქვთ დაზიანებული ვენები და არტერიები ან გაქვთ ვენებზე მიდგომის სხვა ტიპის ბარიერები.
- Bloodstream-Infection-Risk-Infographic
როგორ ვრცელდება მიკრობები
დიალიზის დაწესებულებაში მყოფ რესპირატორული ინფექციით დაავადებულ ადამიანს შეუძლია ხველით ან ცემინებით რესპირატორული წვეთების საშუალებით გაავრცელოს ინფექცია სხვა პაციენტებზე. მიკრობები ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული აღჭურვილობის ზედაპირებთან კონტაქტით, დაბინძურებული ხელებით ან ვენური მიდგომის წერტილებით, როდესაც ინფექციის კონტროლის სათანადო მეთოდები არ გამოიყენება.
ინფექციის თავიდან აცილებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები
- ხელები სუფთა გქონდეთ და ხველის ან ცემინების დროს ცხვირი და პირი დაიფარეთ.
- გაეცანით დიალიზის პროცესს: გაიგეთ, რას უნდა ელოდოთ მკურნალობის დროს და რას აკეთებს სამედიცინო პერსონალი ინფექციებისგან თქვენს დასაცავად.
- დიალიზის დროს დასმული კითხვებისთვის იხილეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) „Speak Up“ ვიდეო.
- ყოველდღიურად შეამოწმეთ თქვენი სისხლძარღვოვანი მიდგომა და აცნობეთ პერსონალს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რომელიმე შემდეგ ნიშანს:
- სიწითლე
- ჩირქი ან უჩვეულო გამონადენი
- შეშუპება
- თუ კათეტერის სახვევი დაბინძურდება ან დასველდება, აცნობეთ პერსონალს.
- ჰკითხეთ პერსონალს, შეგიძლიათ თუ არა მკურნალობისთვის ფისტულის ან ტრანსპლანტატის გამოყენება, თუ გაქვთ ცენტრალური კათეტერი.
- დარწმუნდით, რომ ყველა თანამშრომელმა დაიბანა ხელები თქვენზე ან თქვენი სისხლძარღვოვანი მიდგომის მოვლამდე და მის შემდეგ.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ინფექციების თავიდან ასაცილებლად დამატებითი ზომების მიღება დაგჭირდეთ. მაგალითად, COVID-19 პანდემიის დროს .
შესაძლო ინფექციები
- სისხლის ნაკადის ინფექციები (BSIs), ყველაზე ხშირად გამოწვეულიStaphylococcus aureus- ით (ოქროსფერი სტაფილოკოკი).
- სტაფილოკოკის ზოგიერთი სახეობა შეიძლება რეზისტენტული იყოს ანტიბიოტიკების მიმართ, მაგალითად, მეტიცილინ-რეზისტენტულიოქროსფერი სტაფილოკოკი (მრსა, MRSA).
- ქრონიკული ვირუსული ინფექციები, როგორიცააB ჰეპატიტი , C ჰეპატიტი და აივ .
ნაწლავებისა და სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა C.diff. (Clostridioides difficile) და გრიპი (Influenza) .
https://www.cdc.gov/dialysis-safety/hcp/clinical-safety/?
CDC_AAref_Val=https://www.cdc.gov/dialysis/prevention-tools
სხვა მასალები
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...
გაეცანი
როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...
გაეცანი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში
ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...
გაეცანი
სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი
ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...
გაეცანი
მიკრობული ეკოლოგიის შესახებ
მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...
გაეცანი
მუნი (Scabies)
მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...
გაეცანი
რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...
გაეცანი