რჩევები პაციენტის უსაფრთხოებისთვის

ძირითადი მომენტები

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის უსაფრთხოების დაცვა მკურნალობის პროცესში ამცირებს დაავადებების რისკებს.

პაციენტები, მომვლელები და სამედიცინო პერსონალი - ყოველი მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის უსაფრთხოებაში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

იცოდით, რომ ინფექციები შეიძლება დაგემართოთ სამედიცინო დაწესებულებებში სხვა დაავადების მკურნალობის დროს?

 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული  ინფექციები (სმაი) შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ხელებით, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საშუალებებით. სმაი-ები სულ უფრო 

მდგრადი ხდება ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ , რაც მათ მკურნალობას ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის.

პაციენტებს და მათ ახლობლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სმა ინფექციების პრევენციას, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობებით გამოწვეული ინფექციების. ეს რჩევები აღწერს, თუ როგორ დაიცვათ  პაციენტის უსაფრთხოება და შეამციროთ ინფექციების რისკი.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ პაციენტის უსაფრთხოების დაცვისთვის?

  1. აცნობეთ თქვენს ექიმს ( სამედიცინო პერსონალს) ბოლო დროს ჩატარებული ნებისმიერი მკურნალობის შესახებ.
  2. აცნობეთ თქვენს ექიმს ( სამედიცინო პერსონალს), თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია ან თუ თქვენი ინფექცია პროგრესირებს.
  3. მიიღეთ ანტიბიოტიკები ზუსტად დანიშნულებისამებრ და აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მაგალითად, დიარეა.
  4. შეახსენეთ პერსონალს და ვიზიტორებს ხელების სისუფთავის დაცვის შესახებ.
  5. მიეცით პერსონალს თქვენი ოთახის დალაგების საშუალება.

რჩევები პაციენტის უსაფრთხოებისთვის

ნებისმიერი მკურნალობის შესახებ

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ( სამედიცინო პერსონალს), თუ:

  • სხვა დაწესებულებაში იყავით ჰოსპიტალიზებული
  • ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიიღეთ სამედიცინო მომსახურება თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ
  • ოდესმე გქონიათ ანტიმიკრობულ საშუალებებზე რეზისტენტული ინფექცია.

დაუკავშირდით ექიმს ( სამედიცინო პერსონალს)

  • დასვით ნებისმიერი კითხვა ან თუ გაღელვებთ რამე მდგომარეობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ( სამედიცინო პერსონალს). ჰკითხეთ, რას აკეთებენ ისინი თქვენს დასაცავად.
  • თუ ფიქრობთ, რომ ინფექცია გაქვთ და ის არ უმჯობესდება ან, პირიქით, უარესდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ( სამედიცინო პერსონალს) . დასვით კითხვა: „შესაძლოა ეს სეფსისი იყოს?“
  • თუ გაქვთ საშარდე გზების ან ცენტრალური ვენური კათეტერი, ყოველდღიურად იკითხეთ, თუ როდის შეიძლება მათი ამოღება. კათეტერის დიდხანს დატოვება ინფექციის განვითარების შანსს ზრდის
  • იცოდეთ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. კანის ზოგიერთი ინფექცია ვლინდება სიწითლით, ტკივილით ან გამონადენით ინტრავენური კათეტერის ან ქირურგიული ჩარევის ადგილას. კანის ინფექციებს, როგორც წესი, თან ახლავს  სიცხეც
  • დაჟინებით სთხოვეთ თქვენს მომსახურე სამედიცინო პერსონალს, რომ არასდროს გამოიყენონ ნემსი ან შპრიცი ერთზე მეტ პაციენტზე.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ 24 საათის განმავლობაში დიარეის სამი ან მეტი ეპიზოდი გაქვთ, განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკს იღებთ.

მიიღეთ ანტიბიოტიკები ზუსტად ისე, როგორც დანიშნულია

  • ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ მიიღეთ, როდესაც თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ ისინი გჭირდებათ
  • თუ ანტიბიოტიკები დაგინიშნათ, იკითხეთ, აუცილებელია თუ არა მისი მიღება
  • მიჰყევით ყველა ინსტრუქციას, რომელიც მათ მიღებასთან დაკავშირებით გაქვთ
  • აცნობეთ თქვენს ექიმს ( სამედიცინო პერსონალს), თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, როგორიცაა დიარეა.

განაგრძეთ კითხვა: ანტიბიოტიკების დანიშვნა და გამოყენება

ყველას შეახსენეთ ხელების დაბანა

ხელების დაბანა ხშირად ხელს უშლის მიკრობების გავრცელებას, მათ შორის რეზისტენტული მიკრობებისას

  • ადამიანებმა ხელები უნდა დაიბანონ ყოველ ჯერზე, როცა თქვენს ოთახში შემოდიან, ასევე აღჭურვილობის, უშუალოდ თქვენთან ან თქვენს ჭრილობასთან შეხებამდე და შეხების შემდეგ და სხვა. ეს ეხება სამედიცინო პერსონალს და თქვენს გარემოცვას, როგორიცაა ოჯახის წევრები და მეგობრები.
  • დასვით კითხვები: „გამოკვლევის დაწყებამდე, ხომ არ შეწუხდებით, რომ ხელები ისევ დაიბანოთ?“ და „შეგიძლიათ ხელები დაიბანოთ სახვევების შეცვლამდე?“

განაგრძეთ კითხვა: სამედიცინო დაწესებულებებში ხელის ჰიგიენის შესახებ

მიეცით პერსონალს საშუალება, დაალაგოს თქვენი ოთახი.

მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას ოთახი სუფთა იყოს. ნუ იტყვით - „მოგვიანებით დაბრუნდით“. მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის არასასურველ დროს ხდება, მიეცით პერსონალს საშუალება, დაალაგოს თქვენი ოთახი.

იცოდეთ, როდის და რატომ ატარებს სამედიცინო პერსონალი ხალათებსა და ხელთათმანებს

  • სამედიცინო პერსონალს შეიძლება ეცვას ხალათები და ხელთათმანები, რათა თავიდან აიცილონ მიკრობების გავრცელება ხელებითა და ტანსაცმლით
  • პერსონალმა ხალათი კისერსა და ზურგზე ისე უნდა შეიკრას, რომ წინა მხარე და მხრები იყოს დაფარული.

ყურადღება მიაქციეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის მქონე მიკრობებს

რეზისტენტული მიკრობების ადრეული იდენტიფიცირება და მკურნალობა ხელს უწყობს მათი გავრცელების პრევენციას.

  • თქვენ შეგიძლიათ რეზისტენტული მიკრობის მატარებელი იყოთ მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ
  • თუ ჯანდაცვის პერსონალი მოგთხოვთ რეზისტენტული მიკრობის ტესტის ჩატარებას -დაეთანხმეთ. ტესტირება პერსონალს სწორი ანტიბიოტიკის ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის შერჩევაში ეხმარება
  • ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან სამედიცინო პერსონალს, რას გააკეთებენ ისინი და დაწესებულება თქვენი და თქვენი ოჯახის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ რეზისტენტული ინფექციისგან დასაცავად

განაგრძეთ კითხვა: ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ

იყავით უსაფრთხოდ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

  • ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციების (SSI) თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ზომები, მაგალითად, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან სამედიცინო პერსონალს სხვა სამედიცინო პრობლემების შესახებ. არ გაიპარსოთ ოპერაციის ჩატარების ადგილი ან მიმდებარე მიდამო

რესურსები

მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

1.https://www.cdc.gov/patient-safety/campaigns/index.html ( ხელის ჰიგიენა)

2.https://www.cdc.gov/clean-hands/hcp/clean-hands-count/index.html ( ხელის ჰიგიენა)

3.https://www.cdc.gov/sepsis/get-ahead-of-sepsis/index.html ( სეფსისი)

4.https://www.cdc.gov/dialysis-safety/about/index.html ( დიალიზი)

სწრაფი ნავიგაცია

ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ

სხვა მასალები

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მიიღეთ ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგიცავთ თქვენ და საზოგადოებას

ნახე ყველა

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე შავფეხა ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, ლაიმის დაავადების გამომწვევის...

გაეცანი

როცა მიკრობის საწინააღმდეგო წამალი ვეღარ ებრძვის მიკრობს

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობები იძენენ მათ გასანადგურებლად შექმნილი პრეპარატების დამარცხების უნარს.; ანტიბიკრობულ...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმოშობისა და გავრცელების კონტროლი პროექტის დონორია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 26 ნახვა...

გაეცანი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში

ცხოველების ნაწლავებში არიან მიკრობები, მათ შორის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული (ამრ).; რეზისტენტული მიკრობები გამოვლინდნენ მეფრინველეობასა...

გაეცანი

სამედიცინო პერსონალისა და ვეტერინარების მიერ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი.; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები...

გაეცანი

მიკრობული ეკოლოგიის შესახებ

მიკრობები, ყველგან გვხვდება, მათ შორის ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ და წარმოქმნიან ერთიანობას,...

გაეცანი

მუნი (Scabies)

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული ინვაზია, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა . მისთვის დამახასიათებელია ძლიერი...

გაეცანი

რეზისტენტობის მიზეზები და გავრცელება

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკრობები ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში და მათ შორის, ანტიბიოტიკების და სოკოს საწინააღმდეგო...

გაეცანი